საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა

AutoSharing Option
21 ოქტომბერს ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა.

100 კგ. წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე პირველივე შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ არმად ადამიანთან იპონით დამარცხდა.

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა ჯერ გერმანიის წარმომადგენელ ერიკ აბრამოვს იპონით სძლია, თუმცა შემდეგ სლოვენიელ ენეჯ მარინიჩთან იპონით წააგო.

ყველაზე მეტი შეხვედრა ქართველებიდან სოფიო სომხიშვილმა (+78) მოიგო. პირველ ჯერზე სომხიშვილმა ბოსნიელ ბარბარა ციკიჩთან იპონით მოიგო, შემდეგ ჩილელი ჟოზეფინა ფუენტეალბა ასევე იპონით დაამარცხა. ამის მერე ქართველი ძიუდოისტი ყაზახ კამილა ბერლიკაშთან ორი გაფრთხილებით წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, მაგრამ
ბეატრის სოუზასთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

ამ დღით მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობა დასრულდა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. ოქროს მედალი ჯაბა პაპიანშვილმა (55) მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედლები ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და ტატო გრიგალაშვილმა (73) მოიპოვეს.

22 ოქტომბერს ზაგრებში გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული