მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების წარუმატებელი გამოსვლა

AutoSharing Option
ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი ჭიდაობდა, მაგრამ სამწუხაროდ მედლისკენ გზა ვერ ერთმა გაიკვლია.

ლუკა მაისურაძემ (81) ქართველებიდან ყველაზე შორს გააღწია. პირველ შეხვედრაში მაისურაძემ კუბელ იაზელ დიასს ვაზარით მოუგო. შემდეგ ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვს იპონით სძლია, ხოლო მესამე შეხვედრაში ბელგიელ მატიას კასესთან ორი გაფრთხილებით წააგო.

ტრისტან მოსახლიშვილმა (81) პირველ შეხვედრაში ლიბანელ ანდრეას მეჰლებს იპონით სძლია, ხოლო შემდეგ დიდი ბრიტანეთის ძიუდოისტთან სტიუარტ მაკვეიტთან იპონით წააგო.

90 კგ. წონით კაეგორიაში იმედა გოგოლაძე პირველივე შეხვედრაში უზბეკ
მუჰამადკარიმ კურამოვთან ორი ვაზარით დამარცხდა. გიორგი ჩიქოვანმა კი პირველი ბარიერის გადალახვა შეძლო, სადაც ლიხტენშტაინელ სპორტსმენს რაფაელ შვენდინგერს იპონით მოუგო. სამწუხაროდ მერე დომინიკელ რობერტ ფლორენტინოსთან ვაზარით დამარცხდა.

გოგონებში მარიამ ჭანტურიამ (63) მონღოლ სარულ ოტგონბაიარს იპონით სძლია, შემდეგ კი ჰოლანდიელ სანე ვერმერთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. პირველივე დღეს ოქროს მედალი ჯაბა პაპინაშვილმა (55) მოიპოვა, მეორე დღეს კი ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და ტატო გრიგალაშვილმა (73) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი არ გაახწია, არამედ გააღწია.
gizog
17:57 20-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული