მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვა

AutoSharing Option
დღეს 20 ოქტომბერს ზაგრებში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 5 მონაწილე გვეყოლება: ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი (ორივე - 81), მიხეილ ჩიქოვანი, იმედა გოგოლაძე (90) და ევროპული ფესტივალის გამარჯვებული, ჭაბუკებში მსოფლიოს მედალოსანი მარიამ ჭანტურია (63).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. პირველივე დღეს ოქროს მედალი ჯაბა პაპინაშვილმა (55) მოიპოვა, მეორე დღეს კი ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და ტატო გრიგალაშვილმა (73) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული