[ექსკლუზივი] ჯაბა პაპინაშვილი: ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, ჯაბა პაპინაშვილი 55 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფინალში პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის შეხვდა და მეტოქეს ორი ვაზარით მოუგო.

- ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია [VIDEO]

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა, მიღწეულ წარმატებაზე და მის მომავალზე ჩვენთან ისაუბრა.

-
პირველ რიგში როგორია შენი ემოციები, ელოდი რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდი?
- ძალიან ჩვეულებრივად ვარ, ჯერ ვერ აღვიქვამ ამ ყველაფერს.

-
პირველივე შეხვედრაში უხერხული მეტოქე გერგო, ტეო ებრარი, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის პაექრობა წააგე. ხომ არ ნერვიულობიდი?
- არა, არ ვნერვიულობდი, პირიქით რევანში მქონდა ასაღები და ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავი მომზადებული.

- ფინალში არ გქონდა ნერვიულობის მომენტი?

- ფინალშიც იგივე ფაქტორი იყო, წაგებული მქონდა ნატიგ გურბანლისთან და ძალიან მინდოდა მოგება, თან ფინალი იყო და ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის.

-
შენს უფროს ძმას - ამირან პაპინაშვილის, სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს, რა როლს თამაშობს ის შენს კარიერაში?
- მაგალითს მაძლევს. ჩემთვის ყველაზე სამაგალითო ძიუდოისტი, ჩემი ძმაა და ვცდილობ, რომ მას მივბაძო.

- მომავალში, ეროვნული ნაკრებიდანაც იქნება შენს მიმართ დაინტერესება. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, კი შენი მთავარი კონკურენტი შენი ძმა იქნება. შეძლებ მის ჩანაცვლებას?
- არა მგონია ჯერ, ძალიან ხშირად ვსპარინგობთ ერთმანეთში და ჩემზე ძლიერია.

-
სად დაიწყო შენი კარიერა და ვინ ითამაშა მთავარი როლი, რომ მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყავი?
- ეს შეჯიბრია, ჩემი კარიერის დასაწყისი და ამაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს და ჩემს ძმას მიუძღვით დიდი წვლილი.

- რა არის შენი მიზანი?
- ჩემი მთავარი მიზანია, როგორც ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური ჩემპიონობა.

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია [VIDEO]

ჯაბა პაპინაშვილი 55 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.ჯაბა პაპინაშვილი 55 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული