ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ფინალი აზერბაიჯანთან

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება და მისთვის თვალის დევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შვეიცარიის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო, 1/4-ფინალში კი მონტენეგროს სძლია. ქართველი ძიუდოისტების მეტოქე 1/2-ფინალში რუსეთი იყო, რომელთანაც 3:2 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ პირად პირველობაში გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ჯამში ოთხი - ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვიცე-ჩემპიონობა ლუკა მაისურაძემ
იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ტატო გრიგალაშვილი, ამირან წიქორიძე და გელა ზაალიშვილი გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სუსტები ჩანდნენ ეგრევე წაგება
arsena
19:38 17-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული