ძიუდო: ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
მარიბორში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ფინალური ბლოკის წინ, ქართველი სპორტსმენები 3 მედლის აღების შანსს ინარჩუნებენ.

81 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლუკა მაისურაძემ 4 წარმატებული ბრძოლა ჩაატარა და ფინალში ის გერმანელ ტიმ გრამკოვთან ოქროსთვის იჭიდავებს.

მძიმე წონაში ორივე ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი გვაქვს. ამირან წიქორიძემ და გელა ზაალიშვილმა 1/4-ფინალში წააგეს, მაგრამ რეპეშაჟისთვის პირველი ბრძოლები ორივემ მოიგო და მედალს ახლა მათ თითო გამარჯვება აშორებს.

დღეს ასევე იჭიდავეს ნიკა სიდამონიძემ და სალომე მჭედლიშვილმა, რომლებმაც პირველივე ბრძოლები წააგეს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18
საათზე დაიწყება და მისთვის თვალის დევნება ჩვენი საიტის საშუალებით შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული