ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და სიდამონიძე გამოგვაკლდნენ

AutoSharing Option
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ჩემპიონატს პირველივე ბრძოლის შემდეგ გამოაკლდნენ სალომე მჭედლიშვილი და ნიკა სიდამონიძე.

57 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 18 წლის სალომე მჭედლიშვილი თანატოლ ხორვატთან, ლარა კლიბასთან, 45 წამში, მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

19 წლის ნიკა სიდამონიძემ, რომელიც 90 კილომდე წონით კატეგორიაში გამოდის, ერთი წლით უმცროს უკრაინელ მიკიტა მატლაშევსკისთან ვაზარებით, 1:3 წააგო.

ჩემპიონატისთვის თვალის პირდაპირ ეთერში დევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ

დღეს ასევე იჭიდავებენ:
-81 კგ - ლუკა მაისურაძე
+100 კგ - გელა ზაალიშვილი, ამირან წიკორიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული