რინერი: არ მინდოდა, თუშიშვილისთვის გამარჯვება მომეპარა, ამიტომ...

AutoSharing Option
ძიუდოს ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო მოჭიდავე, ფრანგი ტედი რინერი, მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ მეცხრედ მოგების შემდეგ გურამ თუშიშვილზე საუბრობს, რომელმაც მას ნახევარფინალში დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

მორიგი ტრიუმფის შემდეგ რინერმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომლიდანაც ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს გთავაზობთ.

- ნახევარფინალში ქართველმა ცხოვრება გაგირთულათ...
- ნახევარფინალური დაპირისპირებისგან დიდი სიამოვნება მივიღე. როდესაც ტატამი დავტოვე, გურამ თუშიშვილს მივულოცე. ასეთ კარგ დაპირისპირებაში მონაწილეობა დიდი ხანია არ მიმიღია. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, საქართველოს სავარჯიშოდ ვეწვევი!

- რას გვეტყვით თუშიშვილის გდებაზე?
- შესანიშნავი შეტევა იყო, რომელმაც ნამდვილად გამაკვირვა. როდესაც ტატამი დავტოვე, გამეორება ვნახე და დავრწმუნდი, რომ ვაზარი არ ყოფილა. გამიხარდა, რადგან არ მინდოდა, მისთვის გამარჯვება მომეპარა. თუშიშვილი ყოველმხრივ კარგი მებრძოლია.

ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გურამ თუშიშვილს ტედი რინერთან ქულის აღებამდე და ფრანგი ლეგენდის 133-მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახლოს მსოფლიოს სენსაციასთან [VIDEO]
ხო, რავა მოპარავდა, არც მატიაშვილისთვის მოუპარავს.
guri
10:30 15-09-2017
0
ვასილიჩის დანახული წინა წლების ბარსაა საინტერესო. ეტყობა მოუყვა ვინმე თუ? ან ერთი ჩავარდნილი თამაში ნახა წელიწადში.
სფინქსი
14:12 08-09-2017
0
ავტორო წყარო დადევით ვის მისცა ეს ინტერვიუ რინერმა?? მედლის მოგების შემდეგ ტედი რინერმა ფრანგულ ტელევიზიას განუცხადა: "ნახევარფინალში გდების დროს დარწმუნებული ვიყავი რომ ვაზარი არ იყო... ისე მძიმე დღე მქონდა,ამ წონაში ახალგაზრდები მოვიდნენ და სულ შემტევ ძიუდოს ჭიდაობენ რითაც დიდი სიამოვნება მივიღე" არც თუშიშვილი გამოურჩევია და არც საქართველოში სავარჯოშოდ ჩამოსვლაზე ულაპარაკია!!! გეყოფათ მოთხრობების წერა...
Gogia
11:53 07-09-2017
2
ჩემი აზრით თუშიშვილს ჯობდა ბრინჯაო აეღო და ამ დევ კაცს არ შეკვდომოდა.ხოლო ფაჩულია ნბა ს არცხვენს.გადამწყვეტ მომენტებში ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებს მაგის გამო ვაგებთ.
8
ცჰამოვიდეს სტუმტად არა როგორც მოცჰიდავე,მე ამ კაცის ცჰიდაობას პატივს არ ვცევ.არ გამლანზგოტ ეს ცჰემი სუბიექტური აზრიააა.
judo
14:05 05-09-2017
14
"პატივს არ ვცემ მაგის ჭიდაობას"ო? რატომ? პრაგმატულობაა ბიძია მთავარი, მასე რომ იმსჯელოს კაცმა,წინა წლების "ბარსელონამ", რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებდა, ისეთი თამაშები ითამაშა,რომელიც აკმაყოფილებდა ბარსას ქომაგებს მხოლოდ, სანახაობრივ ფეხბურთს სხვა გუნდები უფრო თამაშობდნენ, მაგრამ ენა მოუბრუნდება ვინმეს
ვასილიჩი
06 სექტემბერი 2017 13:48
1
პატივისცემას იმსახურებს ათი წელია არ წაუგია, მაგრამ მისი ჭიდაობა სანახაობრივი ნამდვილად არ არის,ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მეტწილად ამის ხარჯზე იგებს რინერი. თუშიშვილს ჯანი და ცოტა მეტი წონა რომ ჰქონოდა დააგდებდა რინერს!
Gio
06 სექტემბერი 2017 13:06
0
ყველა გამოხმაურება
ა ძმაო,დააფასა კაცის ოსტატობა და გვეწვევა სავარჯიშოდ.ადრე ადამიც გაუძალიანდა ერთი-ორჯერ,მატიაშვილმაც გაანერვიულა და უკადრებელი ილეთიც კი გამოიყენა მის წინააღმდეგ,თუ გახსოვთ...
ასეა მეგობრებო.მსოფლიოს უდიადესი ძიუდოისტი პატივს გვცემს და ანგარიშს გვიწევს.ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა.
სავარჯიშოდ კი არა,დასასვენებლადაც კი არ ჩამოყვნენ ფაჩულიას სუპერსტარი თანაგუნდელები.აბა თუ იცით, რატომ?
vaxo
12:25 05-09-2017
2
იმიტომ რომ სტუმარს ტაკოში ვუძვრებით და ერთმანეთის ფასი და პატივისცემა არ გაგვაჩნია:):):)
ზურიკო
05 სექტემბერი 2017 14:09
2
სად უნდა ჩამოყოლოდნენ ფაჩულიას სუპერსტარი თანაგუნდელები დასასვენებლად? კარგით რა ხალხნო რეებს წერთ? რატომ იმას არ წერთ არის კი ის დონე აქ დამსვენებლისთვის,რომ ეგეტ ხალხს დავხვდეთ რომელ ტყეშიც შამფური დადეს ნაკვერჩალზე ყველა ტყე გადაწვეს კარგით რა
zura
05 სექტემბერი 2017 13:50
1
კარგი მოჭიდავე რომ არის ყველამ ვიცოდით, პიროვნულადაც კარგი ადამიანი ყოფილა... ყოჩაღ!!!
lasha
12:08 05-09-2017
1
თუშიშვილთან შეხვედრაზე გეთანხმები,მაგრამ მატიაშვილთან მაგისი საქციელიც გაიხსენე.აქაც მაგისი გასაკეთებელი მსაჯებმა გააკეთეს,თორემ რომ გაეფრთხილებინათ,გურამს ამდენი ჯაჯგური არ დასჭირდებოდა და ასე აღარ დაიღლებოდა.მთელი ოთხი წუთი არ უაქტიურია და ვითომ არაფერი,სხვას ასე ჭიდაობისათვის სამ გაფრთხილებას მისცემდნენ.
სოსო
06 სექტემბერი 2017 15:55
0
აქ არ ჩამოხვიდე თუ ძმა ხარ. ეხლა უნდა რო ფინტები მოგვპაროს:)))
levo
11:59 05-09-2017
1
სიახლეები პოპულარული