საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში მედლის გარეშე დარჩა.

ჩვენი გუნდი რეპეშაჟში კანადის ნაკრებთან 2:4 დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტებიდან მოგება მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილმა და აადამ ოქრუაშვილმა შეძლეს. ლაშა გიუნაშვილმა, მარიამ ჯანაშვილმა, ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ მარცხი იწვნიეს.

შეგახსენებთ, რომ გუნდური შეჯიბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას მოუგო, შემდეგ კი რუსეთთან დამარცხდა.

ამრიგად საქართველოს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, როგორც ინდივიდუალურ ისე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობა დაამათავრა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში გამართულ პირველობაზე ინდივიდუალური გამოსვლა 1 ვერცხლითა (ვარლამ ლიპარტელიანი) და 2 ბრინჯაოთი (ვაჟა მარგველაშვილი,
უშანგი მარგიანი) დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ქალებთან ერთად,ბავშვები და მოხუცებიც უნდა შეეყვანათ,გუნდურ ნაკრებში.მაგათ რა დააშავეს? რას არ მოიგინებენ ხოლმე.
zura
03 სექტემბერი 2017 17:14
0
რომელმა სულელმა მოიფიქრა, გუნდურში კაცების და ქალების ერთად ჭიდაობა
G
03 სექტემბერი 2017 16:32
0
ძიუდოს მამებმა, რომლებსაც ესე აწყობდათ, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენთან ქალთა ძიუდო არაა განვითარებული და მთავარი კონკურენტი ჩვენი ვაჟთა ნაკრების სახით ჩამოიცილეს, თორემ რა სისულელეა, ერთად რატომ უნდა ტარდებოდეს, ნამდვილი მარაზმია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს არც პოლიტიკაში და არც სპორტში არავინ არაფერს ეკითხება, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, ინდივიდუალურში კიდევ აიღებენ ბიჭები მედლებს და ოქროებიც იქნება
llcl
03 სექტემბერი 2017 16:46
2
მაიცა, თუ ძმა ხარ რა! მე ყოველ საღამოს ვეჭიდავები და შებოჭვას ვუკეთებ ხოლმე.
გიჟუა
03 სექტემბერი 2017 23:06
0
ეს ახალი სულელური წესი კიდევ ბევრჯერ დაგვტოვებს უმედლოდ.
ზურა
03 სექტემბერი 2017 15:59
2
სამარცხვინო გამოსვლა იყო
gaioza
03 სექტემბერი 2017 17:08
0
როგორც ყოველთვის გამძლეობა არ გვივარგა. სპორტსმენების კვებას და ფიზმომზადებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
რომა
03 სექტემბერი 2017 16:00
0
წესი ვარგა თუ არა ამას ქართველებისთანა ქვეყანას არავინ ეკითხება სამწუხაროდ. არც მსაჯები იმსაჯებენ პატიოსნად. ჩვენი ძიუდოისტები მხოლოდ ფიზიკურად ჩამოუვარდებიან სხვებს, ეს ან მწვრთნელების ბრალია ან სპორტსმენების ან ორგანიზმს არა აქვს მეტი შესაძლებლობა. მხოლოდ ფიზიკური მონაცემები გვაქვს გასაუმჯობესებელი. თუ ძლიერი არა ხარ ილეთს ვერ გააკეთებ. ჩემპიონობას ნიჭთან ერთად არაადამიანური შრომა სჭირდება. ისე სულ მიკვირს თუ იაპონიას ვედრებით ქალთა ძიუდო აქამდე როგორ ვერ განვავითარეთ, თუ ქალების ოქრო ყალბია. მარტო ჩვენ ვართ ჭკვიანები?
მამუკა
03 სექტემბერი 2017 16:49
1
ლეღვების სეზონია!
ნოდო
03 სექტემბერი 2017 15:52
0
ესეთი სამარცხვინო მსაჯობა არსად მინახავს არცერთ სპორტში, ეს რაიყო გარდა 1-2 მსაჯისა გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ დამოუკიდებლად.ესაა ძიუდო?? გარყვნილების სცენა დადგეს. მერე კიდევ მწვთვნელები არ გვყვას?ვერ დაარიგებენ ამ თავ გახურებულ სპორცმენებს რომ ცივი გონებით უნდა იმუშავონ?? როგორ შეიზლება ესეთი სიგიჯეები აკეთო არ მესმის, თორემ წაგებით ვის არ წაუგია აგერ კინაღამ რინერი დავაგდეთ ზურგზე თან ვინ თუშიშვილმა რომელის შედარებაც კი სასაცილოა რინერთან ისეთი განსხვავებაა, ამ დროს რინერი ათრიო და მონგოლთან ვერფერი ვერ შექმნა ნუ არვიცი თუ ვცდები?! მაგრამ ყველამ დაინახა როგორ მივრდა ამ მოღოლს და თითქოს ერთ წამში მოუნდა მოგება აქაოდა რინერს ესე ვეჭიდავეო მე ვარ რაცვარო. აი სადაა მწვრთვნელი და ფსიქოლოგი საჭირო. მახსოვს ჭრიკიშვილიც მასე მოიქცა ბრინჯაოზე რომ იჭიდავა ოლიმპიადაზე მაშინ ტოტისთან წააგო. აი ესე ვართ ყველა საქმეში და ამიტომაცაა რომ ფეხზე ვერ დავდექით საუკუნეები,ყველა საქმეში ყველგან გახურებული თავით ვერჭობით და არვინ დამრიგებელი არ გყვავს.
halagaji
04 სექტემბერი 2017 10:30
0
გულშემატკივარი არავის სჭირდება, ოქრო ვერცხლი რო მოაქვთ ლამისაა ფეხქვეშ გაეგოთ და თუ სადმე ფეხი დაუცდათ ლამისაა დააკლათ მიწაზე დაცემული, ვისაც თქვენ თქვენსავე საქმეში მეტი გაგიკეთებიათ (თუ გაქვთ საქმე საერთოდ) გამოეყავით ბრბოს და პირველებმა ესროლეთ ქვა ამათ....
არაფრის ღირსი არ ხართ
medrove
03 სექტემბერი 2017 22:03
0
ამ საწყალ ქებაძეს დაანებეთ თავი, რას ერჩით ვერ ვხვდები. თუ მიგყავთ ტურისტად მაინც წაიყვანეთ, ქვეყანა დაათვალიეროს, აბა ტატამზე მის დგომას და მითუმეტეს სეკუნდანტის ენერგიულ კარნახს ეს ქენი ის ქენიო რა აზრი აქვს მე ვერ ვხვდები. ჩავლების აღება არ იცის ადამიანმა და ილეთი როგორ უნდა გააკეთოს? თუ მხოლოდ ცხიმის მომატებაში ვხედავთ გამოსავალს? თვითონვე სახეზე ეწერა ადამიანს რომ იტანჯებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრდებოდა შეჯიბრი.
fraternity
04 სექტემბერი 2017 10:05
0

სიახლეები პოპულარული