ძიუდო. მ/ჩ. გუნდური: საქართველოს ნაკრები რუსეთთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრების მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდა და ანგარიშით 1:5 წააგო.

პირველი შეხვედრა მარიამ ჯანაშვილმა ვაზარით დათმო. 

მეორე შეხვედრაში ვერ იყოჩაღა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ბრძოლა ასევე დათმო. 

მესამე ბრძოლა ესტერ სტამმა გამართა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა.

მეოთხე საჭიდაოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი გავიდა და მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა. ჭრიკიშვილმა ანგარიში 1:3 გახადა და ჩვენს ნაკრებს გამარჯვების იმედი დაუტოვა.

სამწუხაროდ მეოთხე შეხვედრაში ელენე ქებაძე დამატებით დროში პირველი "ოქროს ქულა" მეტოქეს დაუთმო. 

ბოლო შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა სტარტზევე იპონით წააგო. საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 1:5 წააგო.

ამ წაგების შემდეგ საქართველოს რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ხორვატია ქულებით დაამარცხა.

- ძიუდო. მ/ჩ. გუნდური: საქართველომ ხორვატიას მოუგო
თუშიმ ყველაფერი რინერთან შეხვედრაში ჩადო, ვეღარ მოასწრო ძალების აღდგენა. ერთი თვით ადრე დავწერე რომ ჭრიკიშვილი უნდა იყოს ნაკრებში, მასთან ჭიდაობისას არავინაა მსოფლიოში ფავორიტი, გარდა ღვინიაშვილისა, მაგას რომ არ მოეგო რუსებთან, მშრალად წავაგებდით რასაც ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს. მარგიანი თუ დაიკლებს 81-ში ნაკრები გაძლიერდება.ფიზმომზადება მოიკეჭლებს ძალიან.
jiji
15:21 05-09-2017
0
კანადასთანაც წააგეს
giga
15:30 03-09-2017
0
ამ 2 დღეში გურამმა 3 შეხვედრა წააგო იპონით. ძალიან მეწყინა. ალბათ გადაჭარბებული მოლოდინები გვქონდა ყველას. წარმომიდგენია თითონ რა დღეში იქნება?! ასეთი გამოსვლის შემდეგ ძალიან გაუჭირდება როგორც მორალური ასევე ფიზიკური რეაბილიტაცია. ახალი ტალანტები უნდა ვეძებოთ.
aburjga
15:30 03-09-2017
0
როგორც იქნა რუსებმა მიაღწიეს თავისას და დაამარცხეს საქართველო, შეაცვლევინეს რა ფორმატი!!! ერთი დიდი მსოფლიო კლოაკა
S.K.
15:05 03-09-2017
1
რეპეშაა
giga
14:55 03-09-2017
0
თუშიშვილს ძალიან გაუჭირდება მსოფლიო და ოლიმპიური ოქროს მოგება და არა მხოლოდ ტედი რინერის გამო, დაბალია და წონაშიც ბევრად ჩამორჩება მოწინააღმდეგეებს, ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
dato
14:51 03-09-2017
0
სიახლეები პოპულარული