ძიუდო. მ/ჩ. გუნდური: საქართველომ ხორვატიას მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯბრი პირველი შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და ქულებით გამარჯვება მოიპოვა.

გუნდური შეჯიბრი განსხვავებული ფორმატით იმართება, სწორედ იმ ფორმატით, როგორითაც გუნდური ძიუდო მომავალი ოლიმპური თამაშების პროგრამაში შეიტანეს, ანუ აღარ იქნება კაცთა და ქალთა ცალკე შეჯიბრი. იქნება შერეული გუნდების შეჯიბრი, სადაც გუნდში 3-3 კაცი და ქალია.

(კაცების წონები: -73კგ, -90კგ, +90კგ. ქალების წონები: -57კგ, -70კგ, +70კგ). შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადდება ის გუნდი, რომელიც მეტ შეხვედრას მოიგებს. მოგებათა თანაფარდობის შემთხვევაში დამატებით ქულებს დაითვლილან.

სწორედ ქულებით 30:21 დაამარცხა საქართველომ ხორვატიის
ნაკრები. რაც შეეხება შეხვედრებს, სამი ჩვენმა ძიუდოისტებმა მოიგეს, სამი კი ხორვატებმა.

- 57კგ - მარიამ ჯანაშვილი ტოპოლევცთან დამარცხდა.

- 73კგ - ლაშა გიუნაშვილმა სუმპურს მოუგო.

- 70კგ - ესტერ სტამმა მატიჩთან წააგო.

- 90კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილმა დრუზეტასთან მოიგო.

+70კგ - ელენე ქებაძემ სუტალოსთან წააგო.

+90კგ - ადამ ოქრუაშვილმა კი კუმრიჩ მოუგო.

საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი და ვუი ხორვატიას ძლივს გავცდით
2
სიახლეები პოპულარული