ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. გურამ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო.

თუშიშვილი გამოცდილ მონღოლ სპორტსმენთან, ნაიდან ტუვშინბაიერთან დამარცხდა. 33 წლის ნაიდანი, რომლის ტიტულებსაც ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი ამშვენებს, ვაზარით მარცხდებოდა. ბოლო წუთზე, მან თუშიშვილი 2-ჯერ შებოჭა - გურამმა პირველ ჯერზე თავი დაიძვრინა, მაგრამ მეორედ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში გამართულ პირველობაზე ინდივიდუალური გამოსვლა 1 ვერცხლითა (ვარლამ ლიპარტელიანი) და 2 ბრინჯაოთი (ვაჟა მარგველაშვილი, უშანგი მარგიანი) დაასრულეს. ხვალ, გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

-varlam-lipartelianma-verckhlis-medali-moigo.html" target="_blank">- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიგო

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიხარე მაგარო კაცო. მედლები იქნება, მთავარია ჯანმრთელობა შეინარჩუნო და ეგრე გააგრძელო. სულ მბურძგლავდა მთელი შეხვედრის მანძილზე. რინერი მე მისი პირველი ტრიუმფიდან დამამახსოვრდა და დღემდე გაოცებული ვაკვირდები. მაშინ 18 წლის ბიჭმა რომ გადათელა ყველა და დღემდე ტოლადაც კი არავის იღებდა. სწორედ დღეს შევამჩნიე პირველად ამ ზეკაცს მუხლების კანკალი, ის მომენტი მას არასოდეს დაავიწყდება და დარწმუნებული ვარ უკვე დაიწყებს სახელოვნად აბარგებაზე ფიქრს და ეს დედამიწაზე ერთადერთი ადამიანის, გურამ თუშიშვილის დამსახურება იქნება. დღეს დარწმუნებული ვარ რომ მან მწარედ იგრძნო "ორთქლმავლის" ქოშინი ზურგს უკან ძალიან ახლო მანძილიდან. და იცით კიდევ რა შევამჩნიე? ფინალში მოურაც მთელი შემართებით უტევდა თუშიშვილის ჭიდაობით შეგულიანებული. დღეს რინერის დასასრულის დასაწყისს ჩაეყარა საფუძველი.
................
22:27 02-09-2017
0
ული არ გაიტეხო გურამ, დიდი მომავალი გელის. საამაყო სპორტსმენი ხარ.
grisha dedakimovi
20:50 02-09-2017
0

სიახლეები პოპულარული