ჭიდაობა

ძიუდო

IJF: ქართველმა თუშიშვილმა შეძლო ის, რაც ბევრს არ შეუძლია - მან ტედი რინერი წააქცია!

AutoSharing Option
ქართველ ძიუდოისტს, გურამ თუშიშვილს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ტედი რინერთან ტოლსწორად ჭიდაობა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაუფასა.

ფედერაციის Facebook-ის გვერდზე, თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირება "ტიტანების ჯახად" მოინათლა. თამაშის შემდეგ კი, იმავე გვერდზე, ასეთი ტექსტი გამოქვეყნდა: "ქართველმა თუშვიშვილმა მოახერხა ის, რაც ბევრს არ შეუძლია - მან ტედი რინერი წააქცია! ამისთვის ქულა არ მიუღია, მაგრამ დაპირისპირება კი დაძაბა."

გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რამდენიმე წუთში იბრძოლებს.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიგო