ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს. ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში მან აზერბაიჯანელი ელქან მამადოვი დამატებით დროში, გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლიპარტელიანს შანსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგოს. აქამდე, მას მას ამ ტურნირზე ერთხელ ვერცხლისა და 2-ჯერ ბრინჯაოს მედალი აქვს აღებული.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

ფინალში, რომელიც დაახლოებით 19 საათზე დაიწყება, ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აარონ ვოლფი იქნება. მანამდე კი, ადამ ოქრუაშვილი რეპეშაჟში იჭიდავებს, გურამ თუშიშვილი კი, ფინალის საგზურისთვის, დაუმარცხებელ ტედი რინერს დაუპირისპირდება.