ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლიპარტელიანი და თუშიშვილი ოქროსთვის, ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ვაჟი ძიუდოისტებიდან მედლისთვის ყველა იბრძოლებს, მაგრამ თუ ლიპარტელიანი და თუშიშვილი ოქროს უმიზნებენ, ოქრუაშვილს მაქსიმუმ ბრინჯაოთი დაკმაყოფილება მოუწევს.

ვარლამ ლიპარტელიანმა მისთვის უხერხული მეტოქე, რუსი კირილ დენისოვი დაამარცხა, ვისთანაც აქამდე ბალანსი 3:7 ჰქონდა. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეოთხე შეხვედრაც ერთი ვაზარით მოიგო. ნახევარფინალში ვარლამის მეტოქე აზერბაიჯანი ელქან მამადოვი იქნება.

ადამ ოქრუაშვილმა უნგრელ ბარნა ბორთან იპონით წააგო. ის რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიერთან იჭიდავებს.

გურამ თუშიშვილმა ავსტრიელი დანიელ ალერშტორფერი 9 წამში იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში მისი
მეტოქე დაუმარცხებელი ფრანგი, ტედი რინერი იქნება.

- გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემიონატზე მეტოქე 9 წამში დააიპონა [VIDEO]
- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ელენე ქებაძე პირველივე ეტაპიდან გამოვარდა
მკითხველის კომენტარები / 12 /
qochag bichebo
vazha
15:29 02-09-2017
0
დღეს ისტორიას გადაწერს თუშიშვილი, დაიმახსოვრეთ. ოღონდ მსაჯებმა არ გაწირონ
იური
15:47 02-09-2017
2

სიახლეები პოპულარული