ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. ნინო ოძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს იშვიათი მიზეზით დაემშვიდობა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 70 კილომდე წონით კატეგორიაში შეჯიბრს ნინო ოძელაშვილი პირველივე ეტაპიდან გამოაკლდა. მიზეზი იშვიათია - ქართველი სპორტსმენი ტატამზე ყელსაბამით გავიდა, რაც დაუშვებელია.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

ნიგერიელ ვინი გოფიტთან გამართული შეხვედრის დაწყებიდან წუთნახევრის შემდეგ, ოძელაშვილი ვაზარით იგებდა, მაგრამ ამ დროს, არბიტრებმა მის ყელზე ყელსაბამი შენიშნეს და რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტს დისკვალიფიკაცია მისცეს.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: უშანგი მარგიანმა მოგებით დაიწყო