ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: არის რევანში! რეხვიაშვილი 1/8-ფინალშია

AutoSharing Option
ზებედა რეხვიაშვილმა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე წაგების გამო დომინიკ დრუზეტასთან რევანში აიღო და ხორვატს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუგო.

რეხვიაშვილი ძირითადი 4 წუთის უმეტესი დროის განმავლობაში ვაზარით აგებდა და 20 წამით ადრე ქულა თავადაც აიღო. ხორვატმა კი, ძირითად დროში მიღებულ ორ გაფრთხილებას დამატებულ კიდევ ოთხ წუთში ერთიც დაუმატა და შედეგად 1/8-ფინალში ქართველი სპორტსმენი გავიდა.

ზებედა რეხვიაშვილის მომდევნო მეტოქე ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი იქნება. მათი ჭიდაობა დაახლოებით 15 საათზე დაიწყება.