ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ზებედა რეხვიაშვილმა იოლი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 81 კილომდე წონით კატეგორიაში გამოსვლა ზებედა რეხვიაშვილმა იოლი მოგებით დაიწყო.

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც პირდაპირ მე-2 ეტაპზე იყო დაშვებული, ურუგვაელი ალენ აპრაჰამიანი წუთსა და 40 წამში, იპონით შეფასებული გდებით დაამარცხა.

რეხვიაშვილის მომდევნო მეტოქე ხორვატი დომინიკ დრუზეტა იქნება. მათი დაპირისპირება დაახლოებით 14 საათსა და 20 წუთზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ძიუდოს ახალი წესები ცოტა გაუგებარია,შავდათუაშვილმა ასე წააგებინეს იაპონელთან,როგორც ზვებედას დრუზეტთან...ზაან იწვალა
nikola
14:30 31-08-2017
0

სიახლეები პოპულარული