ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილმა მე-2 ბრძოლაც მოიგო

AutoSharing Option
ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დაპირისპირებაც მოიგო. ქართველი სპორტსმენის მეტოქე გამბიელი ფაიე ნჟიე იყო, რომელიც ლაშამ მარტივად, ორ წუთზე ნაკლებ დროში, იპონით შეფასებული გდებით დაამარცხა.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

შავდათუაშვილის მომდევნო მეტოქე 19 წლის სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იქნება. შეხვედრა დაახლოებით 15 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
-სულ წინა ჩვენო სიმაყევ!
0
ყოჩაღ ლაშა, ასე იარე ფინალამდე და იქაც გაგვახარე
zviadi
15:11 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული