ვაჟა მარგველაშვილი: ოლიმპიადამდე გამოვასწორებ ამ შეცდომას

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ ვაჟა მარგველაშვილმა (-66) გაზეთ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა:

- [ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] მარგველაშვილის ორმაგი გმირობა [VIDEO]
- ირაკლი ცირეკიძე: მარგველაშვილმა ძალიან ჭკვიანურად იჭიდავა

"ამ ტურნირზე გამარჯვებას და მსოფლიოს ჩემპიონობას ვგეგმავდი. ამისთვის ძალიან მაგრად ვემზადებოდი. აქამდე ევროპის ჩემპიონი ვიყავი, ახლა კი ეს მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მედალია. ვიმედოვნებ, მსოფლიოს ჩემპიონატი ჭკუას მასწავლის და ოლიმპიადაზე გამოვასწორებ ამ შეცდომას.

ნახევარფინალში იაპონელ აბესთან საბრძოლველად ყოველმხრივ მზად ვიყავი, მაგრამ შეცდომა დავუშვი. ცუდია, მაგრამ სპორტია და შეცდომაც ხდება ხოლმე.

მთლიანობაში ძალიან გახარებული ვარ ამ მედლით. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონობა მინდოდა", - თქვა ვაჟამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ,ჟირკიანად და გულიანად გამოსვლისათვის!
განსაკუთრებით იაპონელების წინააღმდეგ ცალკე ტაქტიკა უნდა გამოიმუშაონ და განამტკიცონ და ყველა შესაძლებლობები აქვს-მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს და გაახაროს სრულიად საქართველო.
glaxuna
11:33 30-08-2017
0
ვაჟა მაგარი ვაჟკაცი ხარ, რახან გინდა გახდები კიდეც. მთავარია გორული ჟინი და სიჯიუტე გამოიჩინე ამ სურვილის შესასრულებლად. წარამატებებს გისურვე ვაჟა.
გაიოზი
11:11 30-08-2017
0

სიახლეები პოპულარული