ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს პირველი მედალი მარგველაშვილმა მოუტანა

AutoSharing Option
საქართველომ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ეს 66 კილომდე წონაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა გაკეთა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი ლიმვან კიმი დაამარცხა.

მარგველაშვილი ერთი ვაზარით მარცხდებოდა, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, მან მეტოქე შებოჭა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ