ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარგველაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვაჯა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მეტოქის დამარცხების შემდეგ, მარგველაშვილმა, რომელიც 66 კილომდე წონაში ჭიდაობს, იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო. ეს ამ სპორტსმენების მესამე შეხვედრა იყო და 20 წლის იაპონელი ამჯერადაც უფრო ძლიერი გამოდგა. აბემ, ამჯერად, მარგველაშვილის შებოჭვა მოახერხა.

ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე კორეელი ლიმვან კიმი იქნება, მათ შორის გამარჯვებული კი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრება. შეხვედრა დაახლოებით 20 წუთში დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული