ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვაჟა მარგველაშვილი 1/2-ფინალშია!

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ბრძოლა მოიგო და 1/2-ფინალში გავიდა ვაჟა მარგველაშვილი.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ქართველი ჩემპიონი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. ვაჟამ პირველ შეხვედრაში იორდანიელ ბილალ აიალსალმანს გაფრთხილებებით მოუგო, შემდეგ სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ ჩამოიცილა გზიდან იოლად, 1/8-ფინალში კი ამერიკელი რაიან ვარგასი დააიპონა.

ვაჟას მეტოქე 1/4-ფინალში სამხრეთკორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში გაფრთხილებებით აჯობა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე იაპონელი ჰიფუმი აბე იქნება.

ფინალური ბლოკი 18:00 სთ-დან დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ
ბმულზე
შეუძლია.

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი - 52 კგ-ში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბეს თუ გაცდა უეჭველი ოქროაქ ხელში წარმატებები ვაჟას.
zaza
17:03 29-08-2017
0
ყოჩაღ ვაჟა, ჩემპიონობას გისურვებ.
გაიოზი
16:32 29-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული