ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარგველაშვილი 1/4-ფინალშია

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ბრძოლა მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა ვაჟა მარგველაშვილი.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ქართველი ჩემპიონი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. ვაჟამ პირველ შეხვედრაში იორდანიელ ბილალ აიალსალმანს გაფრთხილებებით მოუგო, შემდეგ სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ შებოჭა, 1/8-ფინალში კი ამერიკელი რაიან ვარგასი დააიპონა.

ვაჟას მეტოქე 1/4-ფინალში კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი იქნება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს, 29 აგვისტოს, ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი - 52
კგ-ში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
1/2-ფინალში ვართ
0

სიახლეები პოპულარული