ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარგველაშვილი 1/8-ფინალშია

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ბრძოლა მოიგო და 1/8-ფინალში გავიდა ვაჟა მარგველაშვილი.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ქართველი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებდა. მეორე და მესამე წრე ვაჟამ იოლად დაძლია - იორდანიელ ბილალ აიალსალმანს გაფრთხილებებით მოუგო, სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ კი შებოჭა.

1/8-ფინალში მარგველაშვილის მეტოქე ამერიკელი რაიან ვარგასი იქნება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს, 29 აგვისტოს, ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი - 52 კგ-ში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული