ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარგველაშვილმა პირველი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა ვაჟა მარგველაშვილმა.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ქართველი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ვაჟამ იორდანიელ ბილალ აიალსალმანს უპრობლემოდ, 1:43 წუთში, გაფრთხილებებით მოუგო.

მესამე წრეში ვაჟას მეტოქე სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ იქნება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს, 29 აგვისტოს, ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი - 52 კგ-ში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული