ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს მარგველაშვილის გვეიმედება

AutoSharing Option
ბუდაპეშტში გუშინ დაწყებულ ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი -52 კგ-ში.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი ჩაებმება, ვინც ასევე არახელსაყრელ ბადეშია. ისიც განთესილთა შორისაა და პირველ წრეში ასევე ისვენებს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

მისი პირველი მეტოქეც ახლავეა ცნობილი, იორდანიელი ბილალ აიალსალმანი, ვისთანაც, წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნას. მისი მომდევნო მეტოქე საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულაიმან ჰამადსა და სამხრეთაფრიკელ სიაბულელა
მაბულუს შორის მოგებული იქნება, მეოთხედფინალამდე კი სერიოზული კონკურენტი არც ჰყავს.

სამაგიეროდ, იქ ბევრად ძლიერი მეტოქე უნდა დაუხვდეს. ჯგუფის იმ ნახევარში ყველაზე ტიტულოვანი კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი და იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბაზილე არიან, თუმცა სიფრთხილე სხვებთანაც საჭიროა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩემპიონატის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა (60) ნაადრევად დაასრულა გამოსვლა - მერვედფინალში დამარცხდა უზბეკთა ოლიმპიურ პრიზიორ დიორბეკ უროზბოევთან.

კვარცხლბეკი
60 კგ (ვაჟები)
1. ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია), 2. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი), 3. დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი), 3. ბოლდბაათარ განბათი (მონღოლეთი).

48 კგ (ქალები)
1. ფუნა ტონაკი (იაპონია), 2. ურანცეცეგ მუნხბათი (მონღოლეთი), 3. ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი), 3. ამი კონდო (იაპონია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა სათაურებს,რა დასკვნებს აკეთებთ,ცოტა რომ თავად გადახედოთ,არაა ?!
უნდა გ ი ხ ა რ ო დ ე ს რომ სწორად
ძლიერი რომ შ ე გ ხ ვ დ ე ს და რომ დაამარცხო,რომ მ ს ო ფ ლ ი ო ჩემპიონი გახდე,აბა რისთვის ვარჯოშობ,რისთვის და ვისთვის ემზადები?!

ეს შეშინებული და დაფრთხალი მენტალიტეტი,თუ ფსიქოლოგია ს ა ი დ ა ნ და რატომ ?!

ასეთი მენტალიტეტით :ის არ შემხვდეს,ის შემხვდეს,ეს ზუდი ჯგუფია,ის ...ვ ე რ ა სოდეს გახდები არათუ ჩემპიონი...
იმის მაგივრად,რომ ,,ყ ვ ე ლ ა ს უნდა მოუგო,, იდეოლოგიით,რას...
glaxuna
12:56 29-08-2017
2
როცა ხარ ჩემპიონობის პრედენდენტი, ყველა ბადე უნდა გაწყობდეს, უნდა მოუგო ყველას. 60 კგ-ში ამირან ტოტიკაშვილს არასდროს უფიქრია ვისთან მოხვდებოდა, აქეთ ეშინოდათ მისი იმიტომ მართლა ლიდერი და ფავორიტი იყო. დღეს პაპინაშვილი წონის ლიდერი იყო და შედეგი-0.
ჯ ი ჯ ი
12:42 29-08-2017
0

სიახლეები პოპულარული