ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ბექაურის ოქრო, ჭანტურიას ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩილეში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა - ოქრო და ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, გოგონათა შორის ბრინჯაოს პრიზიორი კი - მარიამ ჭანტურია (-63).

ლაშამ ტურნირზე ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ ფინალში იაპონელ დაიკი ნაკაჰაშის ბრწყინვალე გდებით - იპონით სძლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე სანტიაგოში 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი ლუკა კაპანაძე გახდა. ამგვარად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის პირად შეჯიბრში მოპოვებული სამი მედალია - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

12 აგვისტოს სანტიაგოში ინდივიდუალური ტურნირის დასკვნითი საშეჯიბრო დღეა. ჩვენგან მედლებისთვის იბრძოლებენ მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე -90), ალექსი სვიანიძე და ლევან ჭელიძე (ორივე +90), გოგონათა შორის კი - სოფიო სომხიშვილი (+70).

მსოფლიო ჩემპიონატი 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც პირველად ძიუდოს ისტორიაში, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდები იასპარეზებენ და მათ შორის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც.
ასევე დაგაინტერესებთ