ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, ლაშა შავდათუაშვილი (73) გადარჩა - მისი ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა და აგვისტოს ბოლოს ის შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლას.

მართალია, მას დღეს კიდევ ჩაუტარდება გამოკვლევები და ექიმები საბოლოო პასუხს ამის შემდეგ იტყვიან, მაგრამ გუშინდელი გადაღებებით გაირკვა, რომ ფეხი მოტეხილ-ამოვარდნილი არაა, რისიც თავიდან ეშინოდათ მწვრთნელებს, და არც მყესებია დაზიანებული. მას რამდენიმე დღით მოუწევს დასვენება, მერე კი გააგრძელებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა მარცხენა ფეხზე ტრავმა სამშაბათს მიიღო, ბორჯომში მიმდინარე შეკრებაზე. ბედის ირონიით, ეს შეკრების ბოლო დღეს, ბოლო
სპარინგ-შეხვედრისას მოხდა. კიდევ კარგი, შედარებით იოლად გადარჩა. მას კოჭლობით ახლაც შეუძლია სიარული, თუმცა ექიმებმა 48 საათით გაუნძრევლად წოლის რეკომენდაცია მისცეს. ვარჯიშების გაცდენას მწვრთნელები დიდად არც დარდობენ. პირიქით, ცდილობენ, დადებითიც დაინახონ ამაში, ცოტას დაისვენებსო.

მინდია ბოდაველის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იმდენად შრომისმოყვარეა, დასვენება არ იცის, ვარჯიში კი ისედაც არ აკლიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართველო ლომო ველოდებით შენ მსოფლიო ჩემპიონობას!!!
2
ლაშას სხვათაშორის იმ ოლიმპიასიდის შემდეგ გაუვარდა ევროპაც, ახალ წონაში რომის ღია პირველობა, ალმაატის გრანპრი, დისელდორფის გრამპრიზე ვერცხლი,შარშან ებროპაზე ჩემთვის ოქრო,ტყუილად მსაჯმა რო ჩამოკიდა რუსტამოვს, როა აღარაფერი ვთქვათ თბილისის,თუ სხვა ტურნირებზე ბრინჯაოს მედალი და ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთ ოლიმპოადაზე გაუარდა??? არა ლაშა უძლიერსია და უძლიერესებს უვარდებათ ხშირად.
Tornike
19:31 10-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული