ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სედინის მე-600 პასი

AutoSharing Option
სტ. ლუისი-ჩიკაგო 4:1
0:1, 1:0, 3:0
გოლები: 0:1 კემპნი-2 (პანარინი-24, კიტი-25), 1:1 ბერგლუნდი-6 (ბოუმისტერი-7, სტინი-16), 2:1 ტარასენკო-17 (ფაბრი-13), 3:1 ტარასენკო-18 (ლეჰტერა-7, ფაბრი-14), 4:1 სტინი-4.
ღია ცის ქვეშ ჩატარებულ მატჩში გადამწყვეტი იყო დაახლოებით ორწუთიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც ვლადიმირ ტარასენკომ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:1 გახდა.
"ჩიკაგომ" თავისი არსებობის ისტორიაში მეხუთედ ითამაშა ღია არენაზე და მეოთხე მარცხი იწვნია.

ნიუ ჯერსი-ბოსტონი 3:0
1:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 პარენტო-11 (ტ. ჰოლი-16, სანტინი-1), 2:0 კალინინი-2 (ვუდი-1, მერილი-2), 3:0 ტ. ჰოლი-9 (კალინინი-2).
კორი შნაიდერმა 22 დარტყმა მოიგერია და
მისი "შათაუტის" წყალობით, "ნიუ ჯერსიმ" 3:0 დაამარცხა "ბოსტონი". შნაიდერს ამ მატჩამდე 26 თამაშში მხოლოდ 10 ჰქონდა მოგებული, აგრეთვე, კარიერაში დარტყმების მოგერიების ყველაზე უარესი მაჩვენებელი ჰქონდა დაფიქსირებული - 90.4 პროცენტი.

ვანკუვერი-კოლორადო 3:2
0:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 ჰორვატი-11 (ჰატონი-7, როდინი-1), 1:1 რანტანენი-6 (ზადოროვი-6), 2:1 ბაერტში-9 (ბ. სატერი-10, ჰ. სედინი-16), 2:2 ბერი-3 (ბოშემენი-8, ლანდესკოგი-6), 3:2 ბაერტში-10 (დ. სედინი-13, ჰ. სედინი-17).

"კოლორადომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, ბოლო 10 მატჩში კი მხოლოდ ერთი მოგება აქვს. "ვანკუვერის" რიგებში დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა სვენ ბაერტშიმ, ხოლო დანიელ სედინმა კარიერაში მე-600 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. "ვანკუვერისთვის" ეს იყო ზედიზედ მეოთხე მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული