ბიჭი, სახელად მალკინ კროსბი

AutoSharing Option
უცნაური სახელი მიიღო ერთ რიგით ამერიკულ ოჯახში დაბადებულმა ბავშვმა. მას სახელი "პიტსბურგ პინგვინზის" ლიდერების - ევგენი მალკინისა და სიდნი კროსბის საპატივცემულოდ დაარქვეს.

ორშაბათს "პიტსბურგმა" 5:1 გაანადგურა "ფლორიდა", მოგვიანებით კი კლუბის "ტვიტერზე" გაჩნდა ახალგაზრდა მშობლებისა და მათი შვილის ფოტო. ბავშვს მალკინ კროსბი ლონგი დაარქვეს.

ბედნიერმა მშობლებმა გამოაცხადეს, რომ შემდეგი შვილის სახელი იქნება - ბო ბენეტ ლონგი. ბო ბენეტიც "პიტსბურგის" ჰოკეისტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული