NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დაფასებული ლეგენდა

AutoSharing Option
"ანაჰაიმისა" და "ვინიპეგის" მატჩის წინ "დაქსის" საშინაო არენაზე გაიმართა ამაღელვებელი ცერემონია - მასპინძელმა კლუბმა ხმარებიდან ამოიღო ლეგენდარული ფინელის, ტეემუ სელიანეს სათამაშო ნომერი.

19 წლის წინ "ვინიპეგმა" ტრეიდით "ანაჰაიმში" გაუშვა სელიანე. "წასვლა არ მინდოდა და ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამის გამო. გაცვლამდე ათი დღით ადრე "ვინიპეგის" ხელმძღვანელობა მიმტკიცებდა, რომ მე მათი მომავალი გამარჯვებების ნაწილი ვიყავი. ძალიან სამწუხარო იყო", - აღიარა სელიანემ. "სან ხოსესა" და "კოლორადოში" მცირე "მივლინებების" შემდეგ ფინელი "ანაჰაიმში" დაბრუნდა, სადაც 2007 წელს სტენლის თასი მოიგო.

"ხალხს წარმოდგენა არ აქვს იმაზე,
რა რთულია სტენლის თასის მოგება. 15 წელი ლოდინი მომიწია და შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიტყვებით რთულია ამ გრძნობის გადმოცემა. დღეს ჩემი მაისურის აღმართვის ცერემონია ძალიან ამაღელვებელი გამოვიდა. აქ 60 მეგობარი ჩამოვიდა ფინეთიდან. მთელი ჩემი ოჯახი აქ არის. ვაფასებ ყველაფერს, რაც ჩემს კარიერაში მოხდა. და ყველაფერი, რაც აქ ხდება, უდიდესი პატივია ჩემთვის", - განაცხადა სელიანემ.

მაისურის აღმართვის შემდეგ ტეემუ ძლივს იკავებდა ცრემლებს - ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო. "არ მიტირია, მაგრამ ახლოს ვიყავი. ყველაზე რთული აღმოჩნდა სცენიდან ჩამოსვლა და ემოციების შეკავება. შესანიშნავი საღამო გამოვიდა. არ მახსოვს, ბოლოს როდის ვინერვიულე ასე", - თქვა ტეემუმ ცერემონიის შემდეგ.

ედმონტონი-ფლორიდა 2:4
0:1, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 ჰეიესი-13 (ბიუგსტადი-10, ი. იოკინენი-18), 1:1 ებერლე-11 (ტ. ჰოლი-17, შულცი-14), 1:2 ბ. კემპბელი-3 (ეკბლადი-19, ი. იოკინენი-19), 1:3 კოპეცკი-2 (მაკენზი-4, აპშოლი-6), 2:3 პულიო-6 (როი-13, ნიკიტინი-5), 2:4 ბერგენჰაიმი-7 (ფლიშმანი-7).

ჩიკაგო-მინესოტა 4:1
2:0, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-9 (ტეივზი-24, საადი-16), 2:0 ბიკელი-9 (პ. კეინი-26, ბ. რიჩარდსი-17), 3:0 ბ. რიჩარდსი-9 (პ. კეინი-27, ბიკელი-9), 4:0 ოდუია-2 (ტეივზი-25, მარიან ჰოსა-22), 4:1 კუკი-3 (ბროძიაკი-5, ბროდინი-4).

ანაჰაიმი-ვინიპეგი 5:4 (ბ)
1:3, 1:1, 2:0, 0:0, 3:2
გოლები: 0:1 ე. კეინი-7 (ლოური-5, ენსტრიომი-10), 1:1 რაკელი-2 (პალმიერი-5), 1:2 ბოგოსიანი-2 (ფროლიკი-14, შაიფელი-15), 1:3 შაიფელი-7 (მ. პერო-13, ბაფლინი-16), 2:3 ჯეკმანი-3 (კოლიანო-6, რაკელი-8), 2:4 ლედი-16 (ველერი-21, ლიტლი-7), 3:4 პალმიერი-7 (რაკელი-9, ვატანენი-18), 4:4 რაკელი-3 (მარუნი-15).
ბულიტები გაიტანეს: ველერი (ვინიპეგი), კესლერი (ანაჰაიმი), ე. კეინი (ვინიპეგი), რაკელი (ანაჰაიმი), ვატანენი (ანაჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული