NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ერთის ნაცვლად ორი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ნიუ ჯერსი დევილზის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა პიტერ დებური. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა, მაგრამ ცხადია, რომ "ეშმაკების" შეფობას არ მოეწონა მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგები. "ნიუ ჯერსის" 37 მატჩში 12 მოგება აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა საკუთარ დივიზიონში.

აღვნიშნავთ, რომ დებური მესამე მწვრთნელია ამ სეზონში, რომელმაც სამუშაო დაკარგა. უფრო ადრე გაანთავისუფლეს "ოტავას" თავკაცი პოლ მაკლინი და "ედმონტონის" დამრიგებელი დალას იკინსი.

სხვათა შორის დებურს ძალიან მალე მოუნახეს შემცვლელი, უფრო სწორედ შემცვლელები. "დევილზს" გაწვრთნის მწვრთნელთა ტანდემი ადამ ოუტსისა და სკოტ სტივენსის შემადგენლობით.

ოუტსი ცნობილია "ვაშინგტონში" წარუმატებელი მუშაობით - დედაქალაქურ კლუბს ორი სეზონი უხელმძღვანელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

წარსულში ცნობილი მცველი სტივენსი "ნიუ ჯერსის" სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად მუშაობდა 2012 წლიდან 2014 წლის სექტემბრამდე.

ბაფალო-აილენდერსი 4:3 (ბ)
0:1, 0:2, 3:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ლედი-6 (ოკსოპო-22, ბეილი-6), 0:2 ტავარესი-14, 0:3 ტავარესი-15 (ბეილი-7, ოკსოპო-23), 1:3 დელორიერი-4 (სტეფორდი-13, გორჯესი-5), 2:3 გირგენსონსი-10 (დელორიერი-8, გორჯესი-6), 3:3 კ. სტიუარტი-5 (სტეფორდი-14, კალეტა-2).
ბულიტები გაიტანეს: ენისი (ბაფალო).

ოტავა-დეტროიტი 2:3 (ო)
1:1, 1:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ჰოფმანი-11 (ბოროვიცკი-5, რაიანი-15), 1:1 აბდელკადერი-8 (ზეტერბერგი-24, კრონვალი-14), 2:1 მაკარტური-10, 2:2 ზეტერბერგი-8 (კრონვალი-15, დაციუკი-13), 2:3 ნიკუისტი-15.

ტამპა ბეი-კაროლინა 2:1
1:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 კუჩეროვი-5 (პალატი-15), 2:0 კილორნი-8 (კელეჰანი-17, ფილპულა-20), 2:1 სეკერა-2 (ე. სტაალი-12, გერბე-11).

რეინჯერსი-ნიუ ჯერსი 3:1
1:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 სტეპანი-4, 2:0 სტეპანი-5 (სან ლუი-14, დ. ბოილი-2), 2:1 ბერნიე-3 (გელინასი-7, ტ. რუუტუ-3), 3:1 სტეპანი-6 (ჰაგელინი-7, სან ლუი-15).

პიტსბურგი-ვაშინგტონი 0:3
0:1, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 ფერი-8 (ბიგლი-5, ლეიჩი-3), 0:2 მ. იოჰანსონი-10 (კუზნეცოვი-10, ორპიკი-8), 0:3 ფერი-9 (ჯ. უორდი-8, ჯ. კარლსონი-23).

კოლამბუსი-ბოსტონი 6:2
1:1, 4:1, 1:0
გოლები: 1:0 ჰარტნელი-7 (კონაუტონი-4), 1:1 პ. ბერჟერონი-7 (რ. სმიტი-10, ხარა-6), 2:1 ჰარტნელი-8 (ვიშნიევსკი-13, კონაუტონი-5), 3:1 კონაუტონი-4 (კალვერტი-5, დუბინსკი-3), 4:1 ნ. ფოლინო-17 (ჯ. ჯონსონი-14, რ. იოჰანსონი-22), 4:2 კანინგემი-2 (გ. კემპბელი- 2, პეი-6), 5:2 კალვერტი-4, 6:2 მორინი-1 (ჯ. ჯონსონი-15, დუბინსკი-4).

მინესოტა-ვინიპეგი 3:4 (ო)
1:0, 0:1, 2:2, 0:1
გოლები: 1:0 მიკაელ გრანლუნდი-4 (პომინვილი-18), 1:1 ლიტლი-14 (ლედი-15, კლიტსომი-4), 1:2 ლოური-5 (ე. კეინი-8, ჰალიშჩუკი-3), 2:2 პომინვილი-8 (ბიკელი-1, მიკაელ გრანლუნდი-11), 2:3 ველერი-11 (ე. კეინი-9, ბაფლინი-12), 3:3 ვანეკი-6 (სპარჯონი-8, სკანდელა-6), 3:4 ლედი-12 (ლიტლი-11).

სტ. ლუისი-დალასი 3:4
2:2, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 მოენი-1 (ჰორკოფი-8, ჯორდი ბენი-7), 1:1 პიეტრანჯელო-4 (პ. შჩასტნი- 7, ჯესკინი-2), 1:2 გარბუტი-6, 2:2 ტარასენკო-21 (სტინი-14, შატენკირკი-24), 2:3 დეილი-8 (სეგუინი-18, ლეჰტონენი-2), 2:4 დემერსი-2 (კოული-6, სკევიური-6), 3:4 ბეკსი-9 (ბოუმისტერი-4, ოში-8).

ნეშვილი-ფილადელფია 4:1
1:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ფორსბერგი-14 (იოსი-15, შ. უებერი-17), 1:1 ჟირუ-12 (ქობურნი-3, შულცი-8), 2:1 ფიშერი-4 (ფორსბერგი-20, რიბეირო-20), 3:1 კ. უილსონი-9 (ს. ჯონსი-7, იოსი-16), 4:1 კ. უილსონი-10 (ფიშერი-5).

არიზონა-ანაჰაიმი 2:1 (ბ)
1:1, 0:0, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 რ. ბურკი-2 (გეტცლაფი-28, სმიტ-პელი-10), 1:1 ზ. მიხალეკი-1 (ერატი-10, სემ განიე-12).
ბულიტები გაიტანეს: დოუნი (არიზონა).

კოლორადო-ჩიკაგო 2:5
2:2, 0:1, 0:2
გოლები: 1:0 მაკინონი-6 (ტელბოტი-6), 1:1 საადი-8 (ტეივზი-17), 2:1 ე. ჯონსონი-10 (რ. ო'რაილი-14, ბრიერი-2), 2:2 პ. კეინი-17 (კიტი-14, ვერსტიგი-17), 2:3 სიბრუკი-7 (რუნდბლადი-4, მარიან ჰოსა-16), 2:4 შარპი-6 (ტეივზი-18, პ. კეინი-21), 2:5 პ. კეინი-18 (ბ. სმიტი-4).

კალგარი-ედმონტონი 4:1
3:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 კოლბორნი-1 (ბირონი-6, გლენკროსი-16), 2:0 გოდრო-11, 3:0 გოდრო-12 (ჰუდლერი-21, ბროდი-19), 3:1 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-10 (შულცი-12, ფერენსი-3), 4:1 გლენკროსი-7 (სტაიანი-4, ჯორდანო-25).

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 3:1
1:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 პაველსკი-17 (ჯ. ტორნტონი-23), 1:1 ტოფოლი-11 (მაკბეინი-4, ტ. ლუისი-3), 2:1 კოპიტარი-8 (გაბორიკი-7, ჯ. კარტერი-17), 3:1 მუზინი-4 (დაუტი-18, კოპიტარი-17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული