NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სასამართლო ძველი ცოდვებისთვის

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილმა მოთამაშეებმა სასამართლოში უჩივლეს NHL-ს. 40 ჰოკეისტი ბრალს სდებს ჰოკეის ყველაზე პრესტიჟულ ლიგას იმაში, რომ ეს ორგანიზაცია არასაკმარის ყურადღებას უთმობდა მოთამაშეების ჯანმრთელობის დაცვას. პირველ რიგში, ლაპარაკია თავის ტრავმებზე, - იტყობინება კანადური ტელეარხი TSN.

"ათწლეულების განმავლობაში ჰოკეისტები, რომლებიც მატჩების დროს ტვინის შერყევას იღებდნენ ან გონებას კარგავდნენ, უბრალოდ, დგებოდნენ ყინულიდან და მცირე პაუზის შემდეგ თამაშს აგრძელებდნენ", - წერია სპორტსმენების განცხადებაში.

ყოფილმა მოთამაშეებმა ასევე დაადანაშაულეს NHL იმაში, რომ ლიგა არ აფრთხილებდა ჰოკეისტებს თავის ტვინის ტრავმით გამოწვეულ საფრთხეზე. მათი სიტყვებით, ეროვნული
ლიგა აგდებულად უყურებდა ტვინის შერყევების შემთხვევებს 1997 წლამდე (სწორედ ამ წელს შეიქმნა სპეციალური კომისია მსგავსი დაზიანებების შესასწავლად).

ამასთან, TSN აღნიშნავს, რომ სარჩელის ავტორებს არ გააჩნიათ პირდაპირი მტკიცებულებები ლიგის მხრიდან ზერელე დამოკიდებულების შესახებ მათ ჯანმრთელობაზე. ასევე, არ დაუზუსტებიათ ჰოკეისტების გვარები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და სასამართლო პროცესის დაწყების თარიღი.

დეტროიტი-ტორონტო 1:2 (ბ)
0:0, 1:0, 0:1, 0:0, 1:2
გოლები: 1:0 ნიკუისტი-13 (იურკო-9, ზეტერბერგი-20), 1:1 კესელი-15 (ვან რიმსდიკი-13, ბოჟაკი-14).
ბულიტები გაიტანეს: დაციუკი (დეტროიტი), ბოჟაკი (ტორონტო), სანტოროელი (ტორონტო).

ანაჰაიმი-ედმონტონი 2:1
1:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ბელესკი-14 (პალმიერი-3, რაკელი-5), 2:0 კესლერი-10 (ლინდჰოლმი-10, ანდერსენი-2), 2:1 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული