NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ახალი რეგულარული ჩემპიონატის პირველი ლაურეატი გახდა "ვაშინგტონ კეპიტალზის" რუსი ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი - ის გასული კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა.

ოვეჩკინი განვლილ შვიდ დღეში ლიგის ლიდერი იყო გოლების (4), ქულების (6), რიცხობრივ უპირატესობაში გოლებისა (3) და რიცხობრივ უპირატესობაში ქულების (5) რაოდენობით. გარდა ამისა, მან ყველაზე მეტი დარტყმა შეასრულა (24).

რუს ფორვარდს კარიერაში 604 მატჩი აქვს ჩატარებული და 741 ქულა (375 გოლი+366 პასი) დაგროვებული.

მეორე ვარსკვლავი გახდა "მონრეალ კანადიენსის" ფორვარდი ლარს ელერი. მისმა გუნდმა საწყის ორ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ელერმა
ხუთში მიიღო მონაწილეობა. ის მეორეა ლიგაში გოლებისა (3) და ქულების (5) მაჩვენებლით. ლარს ელერი დანიელია, NHL-ში 211 მატჩი ჩაატარა და 82 ქულა (36+46) და 165 საჯარიმო წუთი დააგროვა.

კვირის მესამე ვარსკვლავი მეკარეა - "პიტსბურგ პინგვინზის" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ფლერი. მან თავის გუნდს ორიდან ორი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ 0.5 გოლი გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.9 პროცენტი მოიგერია. "ნიუ ჯერსისთან" რეგულარულის პირველ მატჩში ფლერიმ სეზონში პირველი და კარიერაში 24-ე შათაუტი შეასრულა.

ფლერის ამჟამად 251 მოგება აქვს კარიერაში და ყველა დროის სიაში 45-ე ადგილს იყოფს "კოლორადოს" მეკარე ჟან-სებასტიან ჟიგერთან.

ედმონტონი-ნიუ ჯერსი 5:4 (ბ)
0:2, 0:1, 4:1, 0:0
გოლები: 0:1 იაგრი-1 (ჟიდლიცკი-2), 0:2 ბრუნერი-3 (ზეიჯაკი-1, ენრიკე-1), 0:3 რაიდერი-2, 1:3 ნიუჯენტი-ჰოპკინსი-1 (პერონი-2, გორდონი-1), 2:3 ფერენსი-1 (შულცი-2, ებერლე-2), 3:3 პერონი-1 (არკობელო-2), 4:3 ტ. ჰოლი-1 (ჰემსკი-3), 4:4 ელიაში-1 (ბრუნერი-1, ჟიდლიცკი-3).
ბულიტები გაიტანეს: ებერლე (ედმონტონი), პერონი (ედმონტონი).

ლოს ანჯელესი-რეინჯერსი 1:3
0:1, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ბ. რიჩარდსი-1 (ნეში-2, სტეპანი-2), 0:2 ბ. რიჩარდსი-2 (ნეში-3), 1:2 მუზინი-1 (მ. რიჩარდსი-1), 1:3 მაკდონაჰი-1 (ბ. ბოილი-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი განთავისუფლებული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული