სიკვდილი ყინულზე: 16 წლის ჰოკეისტი მოთელვის დროს გარდაიცვალა

AutoSharing Option
კანადის იუნიორთა გუნდის - "აკადი-ბატერსტ ტიტანის" წევრი ჯორდან ბოიდი ვარჯიშის დროს პირდაპირ ყინულზე გარდაიცვალა, - იტყობინება სააგენტო AP.

მოთელვის დროს 16 წლის ბოიდი მოედანზე დაეცა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ახალგაზრდა ჰოკეისტის გადარჩენა ვერ შეძლეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

კვებეკის იუნიორთა ლიგის წარმომადგენელმა ფოტის სოტიროპულოსმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ბოიდმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ. სოტიროპულოსმა ისიც დაამატა, რომ ლიგის 30-წლიან ისტორიაში ეს მეორე
შემთხვევაა, როცა ჰოკეისტი თამაშის ან ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.

ქალაქ ჰალიფაქსის კლუბის, "ბრედფორდ ბლუზის" პრეზიდენტმა პოტ მეკლაასმა ბოიდს მისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშე უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული