NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგოს" "იხვები" მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
სულ ცოტა ხნის წინ, ჰოკეის სამყარო აღფრთოვანებული იყო "ჩიკაგოს" ბრწყინვალე რეკორდით - 24 მატჩი წაუგებლად ძირითად დროში. მართლაც უდიდესი მიღწევაა. ამ სერიის მსვლელობისას, ჩიკაგოელები "ანაჰაიმსაც" შეხვდნენ და წააგეს, ოღონდ ბულიტების სერიაში. გუშინ, დასავლეთი კონფერენციის ლიდერები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "ჩიკაგომ" ბოლო პერიოდში რამდენიმე შეხვედრა წააგო, "ანაჰაიმმა" კი, პირიქით, შთამბეჭდავი სერია წამოიწყო და ახლა, "იხვებს" ზედიზედ რვა მოგება დაუგროვდათ.

შეხვედრის დიდი ნაწილი "ჩიკაგო" აკონტროლებდა თამაშს. "ბლეკჰოქსმა" წინ გასვლა მაშინ მოახერხა, როცა გუნდები არათანაბარი შემადგენლობებით იყვნენ მოედანზე. ტეივზმა რიცხობრივი უმცირესობისას მოახერხა კონტრშეტევაში გაქცევა,
ლედიმ
კი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა - 2:1.

მაგრამ, ლიდერმა მესამე პერიოდი ჩააგდო. ბობი რაიანმა გაათანაბრა ანგარიში - მას გაუმართლა, რადგან შემთხვევით მიუვიდა შაიბა და ცარიელ კარში შეაგდო. გამარჯვების გოლი კი ფინელმა ლეგენდამ ტეემუ სელიანემ გაიტანა, რომელმაც რაიან გეტცლაფთან ბრწყინვალე შეთამაშება გამოამჟღავნა. შეხვედრას კი წერტილი შელდონ სურეიმ დაუსვა, რომელმაც ბოლო წამებზე საკუთარი ზონიდან ცარიელ კარში გაიტანა.

ტორონტო-ტამპა ბეი 4:2
1:0, 3:0, 0:2
გოლები: 1:0 ლუპული-3 (კადრი-17, გუნარსონი-9), 2:0 ფანოფი-5 (გუნარსონი-10, კადრი-18), 3:0 ბოჟაკი-8 (კესელი-18, ფრეზერი-6), 4:0 კულემინი-4 (კადრი-19, ლუპული-1), 4:1 გუდასი-1 (ლაბრი-1, კრომბინი-6), 4:2 კონაჩერი-8 (ტ. ჯონსონი-3, სან ლუი-32).

დეტროიტი-მინესოტა 2:4
0:1, 1:3, 1:0
გოლები: 0:1 სეტოგუჩი-10 (კულენი-16, ბუშარი-8), 0:2 ბროძიაკი-5 (სპარჯონი-5, რ. სუტერი-22), 1:2 ნიკუისტი-1, 1:3 მ. კოივუ-7 (კოილი-3, პარიზე-12), 1:4 სეტოგუჩი-11 (ჰიტლი-9, ბუშარი-9), 2:4 დ. მილერი-3 (ტუტუ-3, ემერტონი-2).

კოლორადო-დალასი 4:3
0:2, 2:1, 2:0
გოლები: 0:1 იაგრი-11 (ფიდლერი-5, რობიდასი-10), 0:2 დელეი-3 (იაგრი-9, გოლიგოსკი-14), 1:2 ოლვერი-3 (ბორდელო-2, კობესიუ-4), 2:2 ლანდესკოგი-6, 2:3 რეი უიტნი-4 (იაგრი-10, იკინი-12), 3:3 რ. ო'რაილი-3 (ოლვერი-2, ჰეიდა-8), 4:3 კობესიუ-4 (ჰანვიკი-5, რ. ო'რაილი-5).

ედმონტონი-სან ხოსე 3:4 (ბ)
1:1, 1:0, 1:2, 0:0
გოლები: 1:0 სმემ განიე-12 (იაკუპოვი-9, რაიან უიტნი-7), 1:1 კუტური-13 (ჰავლატი-5), 2:1 ჰორკოფი-4 (შულცი-4, პეტრელი-4), 3:1 რ. ჯონსი-1, 3:2 კუტური-14 (დ. ბოილი-9, ჯ. ტორნტონი-23), 3:3 უინგელსი-2 (გალიარდი-4, გომესი-8).
ბულიტები გაიტანეს: ებერლე (ედმონტონი), კუტური (სან ხოსე), დ. ბოილი (სან ხოსე).

ანაჰაიმი-ჩიკაგო 4:2
1:1, 0:1, 3:0
გოლები: 1:0 ჰოლანდი-3 (სბისა-7, ვინიკი-11), 1:1 ტეივზი-15, 1:2 ლედი-4 (პ. კეინი-22, საადი-11), 2:2 რაიანი-9 (გეტცლაფი-23, პალმიერი-5), 3:2 სელიანე-7 (გეტცლაფი-24), 4:2 სურეი-6 (ჰილერი-1).

აღმოსავლეთი
თ მ წ ო-წ ქ
1. პიტსბურგი* 31 23 8 0 46
2. მონრეალი* 29 19 5 5 43
3. ვინიპეგი* 30 16 12 2 34
4. ბოსტონი 28 19 6 3 41
5. ოტავა 30 16 8 6 38
6. ტორონტო 30 16 12 2 34
7. კაროლინა 29 15 12 2 32
8. რეინჯერსი 29 15 12 2 32
9. ნიუ ჯერსი 30 13 11 6 32
10. აილენდერსი 29 13 13 3 29
11. ტამპა ბეი 30 13 16 1 27
12. ფილადელფია 30 13 16 1 27
13. ბაფალო 30 11 15 4 26
14. ვაშინგტონი 29 12 16 1 25
15. ფლორიდა 30 8 16 6 22

დასავლეთი
თ მ წ ო-წ ქ
1. ჩიკაგო* 30 24 3 3 51
2. ანაჰაიმი* 29 22 3 4 48
3. მინესოტა* 29 17 10 2 36
4. ლოს ანჯელესი 29 17 10 2 36
5. სტ. ლუისი 29 16 11 2 34
6. ვანკუვერი 29 14 9 6 34
7. დეტროიტი 30 14 11 5 33
8. სან ხოსე 29 13 10 6 32
9. ფინიქსი 30 13 13 4 30
10. კოლამბუსი 30 12 12 6 30
11. დალასი 29 13 13 3 29
12. ედმონტონი 29 11 11 7 29
13. ნეშვილი 30 11 13 6 28
14. კალგარი 27 11 12 4 26
15. კოლორადო 29 11 14 4 26
* - დივიზიონის ლიდერი

გოლი+პასი
სიდნი კროსბი (პიტ) 50 (13+37)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 40 (21+19)
კრის კუნიტცი (პიტ) 40 (18+22)
მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 39 (7+32)
პატრიკ კეინი (ჩიკ) 38 (16+22)
რაიან გეტცლაფი (ანა) 35 (11+24)
ერიკ სტაალი (კარ) 34 (14+20)
მაიკ რიბეირო (ვაშ) 32 (10+22)

გოლი
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 21
კრის კუნიტცი (პიტ) 18
ჯეფ კარტერი (ლ-ანჯ) 18
ჯონ ტავარესი (აილ) 17
ჯეიმს ნილი (პიტ) 17
პატრიკ კეინი (ჩიკ) 16
ჯონათან ტეივზი (ჩიკ) 15
პატრიკ მარლო (ს-ხოს) 15

პასი
სიდნი კროსბი (პიტ) 37
მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 32
კრის ლეტანგი (პიტ) 25
რაიან გეტცლაფი (ანა) 24
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 23
რაიან სუტერი (მინ) 22
მაიკ რიბეირო (ვაშ) 22
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 22
პატრიკ კეინი (ჩიკ) 22
ალექსანდრ სიომინი (კარ) 22
კრის კუნიტცი (პიტ) 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული