ჰოკეი. NHL: "ვეგასი" დაკომპლექტდა

AutoSharing Option
ლას ვეგასში დასრულდა გაფართოების დრაფტი, რომელზეც ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალმა კლუბმა "ვეგას გოლდენ ნაითსმა" შემადგენლობის დასაკომპლექტებლად მოთამაშეები აირჩია. კლუბი NHL-ში გამოსვლას 2017-18 წლების სეზონიდან დაიწყებს.

"ვეგასის" სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: კელვინ პიკარი ("კოლორადო"), ჟან-ფრანსუა ბერუბე ("აილენდერსი"), მარკ-ანდრე ფლერი ("პიტსბურგი");

მცველები: ლუკა სბისა ("ვანკუვერი"), ჯონ მერილი ("ნიუ ჯერსი"), ბრეიდენ მაკნაბი ("ლოს ანჯელესი"), ჯეისონ გარისონი ("ტამპა ბეი"), ჯეიკ ბიშოფი ("აილენდერსი"), დერიკ ენგელანდი ("კალგარი"), კოლინ მილერი ("ბოსტონი"), მარკ მეტო ("ოტავა"), დევიდ შლემკო ("სან ხოსე"), გრიფინ რაინჰარტი ("ედმონტონი"), ალექსეი ემელინი ("მონრეალი"), კლეიტონ სტოუნერი,
ში ტეოდორი (ორივე - "ანაჰაიმი"), ტრევორ ვან რიმსდიკი ("ჩიკაგო"), ნეიტ შმიდტი ("ვაშინგტონი");

ფორვარდები: ტეემუ პულკინენი (""არიზონა"), უილიამ კარიე ("ბაფალო"), კოდი იკინი ("დალასი"), ტომაშ ნოსეკი ("დეტროიტი"), ჯონათან მარშესო, რაილი სმიტი (ორივე - "ფლორიდა"), კონორ ბრიკლი ("კაროლინა"), კრის ტორნბერნი ("ვინიპეგი"), პიერ-ედუარდ ბელმარი ("ფილადელფია"), ნიკიტა გუსევი ("ტამპა ბეი"), მიხაილ გრაბოვსკი ("აილენდერსი"), ჯეიმს ნილი ("ნეშვილი"), ბრენდან ლეიპსიკი ("ტორონტო"), დევიდ პერონი ("სენტ ლუისი"), ოსკარ ლინდბერგი ("რეინჯერსი"), ერიკ ჰაულა, ალექს ტაჩი (ორივე - "მინესოტა"), ვილიამ კარლსონი, დევიდ კლარკსონი (ორივე - "კოლამბუსი").

უკვე ცნობილია, რომ "ვეგასი" თავის ისტორიაში პირველ საშინაო შეხვედრას 10 ოქტომბერს ჩაატარებს - მას ესტუმრება "ფინიქსს კოიოტზი". ოთხი დღით ადრე კი "გოლდენ ნაითსი" სეზონს გახსნის "დალასთან" გასვლითი მატჩით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული