ჰოკეი. NHL. ფინალი: ძალიან დაძაბული ფინალი

AutoSharing Option
"ნეშვილი" აგრძელებს მიმდინარე პლეი ოფში საკუთარ მოედანზე მეტოქეების რბევას - "პრედატორზმა" შინ მეათე შეხვედრა ჩაატარა და ერთხელ წააგო. "პიტსბურგთან" სუპერფინალის სერიის მესამე და მეოთხე მატჩებში "ნეშვილმა" უშანსოდ დატოვა "პინგვინები - 5:1 და 4:1.

გუშინ გამართულ მეოთხე მატჩში საუკეთესო იყო მასპინძელთა მეკარე პეკა რინე - "ნეშვილის" სამწვრთნელო შტაბმაც აღიარა ეს.

პირველ პერიოდში გუნდებმა შაიბები გაცვალეს, ხოლო მთავარი მოვლენები მეორე პერიოდში განვითარდა. ფედერიკ გოდრომ, რომელიც კარიერაში პირველად თამაშობს პლეი ოფს, ფინალურ სერიაში მესამე გოლი გაიტანა და მეორედ გაიყვანა წინ თავისი გუნდი. 24
წლის გოდროს NHL-ში დებიუტი 2016 წლის 22 ოქტომბერს ჰქონდა და სულ ცხრა მატჩში ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. ფინალურ სერიაში ის ტრავმირებულ რაიან ჯოჰანსენს ცვლის.

ამ გოლის შემდეგ, "პიტსბურგს" შეეძლო თამაშში დაბრუნება, თანაც ორჯერ, მაგრამ რინემ უვნებელყო სიდნი კროსბისა და კრის კუნიტცის ერთი ერთზე გასვლები. "პინგვინებმა" საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს, რასაც ძალიან მალე მოჰყვა ვიქტორ არვიდსონის გოლი და სხვაობა ორ შაიბამდე გაიზარდა. მესამე პერიოდში ერთადერთი შაიბა მაშინ გავიდა, როცა "პიტსბურგმა" მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და ცარიელ კარში მიიღო გოლი.

გუშინდელი მატჩის შემდეგ, რამდენიმე საინტერესო მომენტი აღსანიშნავი. ჯერერთი, უნდა გამოვყოთ "ნეშვილის" ბრწყინვალე მოქმედება რიცხობრივი უმცირესობისას - სერიაში "პიტსბურგს" 16-ჯერ ჰქონდა ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშების საშუალება და მხოლოდ ერთი შანსი გამოიყენა.

საინტერესო მომენტი უკავშირდება სიდნი კროსბის გოლს - "პიტსბურგის" კაპიტანმა 2009 წლის 4 ივნისის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი სტენლის თასის ფინალურ სერიაში. ამის შემდეგ, სიდს 12 მატჩია აღარ გაუტანია. შარშან, "სან ხოსესთან" სერიაში კროსბი ოთხი შედეგიანი პასით შემოიფარგლა.

სერიაში ანგარიშია - 2:2 და ახლა, წინ გველოდება უმნიშვნელოვანესი მეხუთე მატჩი, რომელმაც ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოს.

ნეშვილი-პიტსბურგი 4:1
1:1, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 იარნკროკი-2 (კ. სმიტი-2, ო. უოტსონი-5), 1:1 კროსბი-8 (დუმოლენი-4), 2:1 ფ. გოდრო-3 (ელისი-8, ზოლნიერჩიკი-2), 3:1 არვიდსონი-3 (ფიშერი-4, ჯ. ნილი-3), 4:1 ფორსბერგი-9 (ეკჰოლმი-10, საბენი-10).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
იყო ბოლო თამაში, მაინც მოიგო პიტსბურგმა და ეგრეც უნდა ყოფილიყო, ერთი ისაა რომ თქვენი სტატიები ჰოკეიზე ცოტა არ იყოს აგვიანებენ ხოლმე ... :)
parfiumer
15:46 12-06-2017
0
ძაან მაგრა ითამაშა "ნეშვილის"ფინელმა მეკარემ.საერთოდ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ მასპინძლები.დაძაბული ფინალია ძალიან.მე-5თამაშს ვინც მოიგებს,მე მგონი თასსაც ის აიღებს.
კახა ქირია
02:27 07-06-2017
0

სიახლეები პოპულარული