ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ასპროცენტიანი კანადა

AutoSharing Option
პირველ ტურში გერმანიასთან დამარცხების შემდეგ, აშშ-ის ნაკრები გონს მოვიდა და მორიგ სათამაშო დღეს, მინი-სენსაცია შემოგვთავაზა შვედებთან მატჩში.

სკანდინავები დომინირებდნენ მთელი სამი პერიოდის განმავლობაში, უამრავი საგოლე მომენტი გაანიავეს და ექვსი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა.

ამერიკელებმა შეძლეს და ერთ შაიბაზე შორს არ გაუშვეს მეტოქე. მატჩში ფანტასტიკური მონაკვეთი იყო მაშინ, როცა კელერმა ლინდჰოლმის გოლიდან წუთსა და შვიდ წამში გაათანაბრა ანგარიში, ჰედმანმა კი 35 წამში დაუბრუნა თავის გუნდს ლიდერობა გოდროს გოლის შემდეგ. საბოლოოდ, იღბალი ამერიკელთა მხარეს იყო - კომფერმა მესამე პერიოდში გამარჯვების
გოლი გაიტანა.

* * *
ბელარუსთან მატჩის წინ, კანადამ "ფილადელფიას" ფორვარდი შონ კუტურიე დაიმატა. "ახალწვეულმა" მეოთხე შემტევ სამეულში 13 წუთი ითამაშა და კინაღამ გოლიც გაიტანა - ძელს გაარტყა შაიბა.

იმ დღეს, კანადელთა რიგებში შაიბები სხვებს გაჰქონდათ, განსაკუთრებით კი მაკინონმა და პოინტმა მოინდომეს, რომლებმაც დუბლები შეასრულეს. სამი მატჩის შემდეგ, კანადა ლიდერობს პარიზულ ჯგუფს შაიბების ფანტასტიკური სხვაობით - 17:3.

* * *
ფინეთს ჩეხეთთან მატჩში რეაბილიტაცია მართებდა წინა ტურში საფრანგეთთან სამარცხვინო წაგების გამო. და თითქოს ეს მოახერხა კიდეც, როცა პირველი პერიოდის შუა ნაწილისთვის სამი გოლი გაუტანა მრაზეკს.

თითქმის 50 წუთი ინარჩუნებდნენ ფინელები ამ უპირატესობას, მაგრამ შემდეგ, ჰორაკს ერთი შაიბის გაქვითვის საშუალება მისცეს. და ამის შემდეგ დაიწყო... ჩეხებმა პერიოდში 17 ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - გმირები გახდნენ გუდასი და კოვარჟი. ოვერტაიმში ფინელებს ორი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდათ - ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენეს აჰომ და ფილპულამ, ბულიტების სერიაში კი ვერ უპასუხეს ჰანჟლის გოლს.

A ჯგუფი
გერმანია-რუსეთი 3:6
0:3, 0:2, 3:1
გოლები: შიპაჩოვი-1 (დადონოვი-1, პანარინი-3), 0:2 შიპაჩოვი-2 (გუსევი-3, პანარინი-4), 0:3 პლოტნიკოვი-2 (პროვოროვი-3, ანტიპინი-1), 0:4 გუსევი-1 (პანარინი-5, ბელოვი-1), 0:5 კუჩეროვი-2, 1:5 მაცეკი-1 (მიულერი-1, ზაიდენბერგი-3), 2:5 გოგულა-2 (ერჰოფი-1, კაჰუნი-2), 2:6 კუჩეროვი-3 (პანარინი-6), 3:6 ტიფელსი-1 (კინკი-1, ზაიდენბერგი-4).

აშშ-შვედეთი 4:3
2:3, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ლინდჰოლმი-2 (სტრალმანი-3), 1:1 კელერი-4 (აიკელი-2, ტრაუბა-1), 1:2 ლინდჰოლმი-3 (ეკმან-ლარსონი-1), 2:2 გოდრო-2 (ლარკინი-4), 2:3 ჰედმანი-1 (ნორდსტრიომი-1, კლინგბერგი-1), 3:3 გოდრო-3 (აიკელი-2, ლი-1), 4:3 კომფერი-1 (მერფი-1, ლარკინი-5).

თ მ ომ ოწ წ შ ქ
1. რუსეთი 3 2 1 0 0 18-5 8
2. ლატვია 2 2 0 0 0 6-1 6
3. აშშ 3 2 0 0 1 12-7 6
4. შვედეთი 3 1 0 1 1 11-8 4
5. გერმანია 3 1 0 0 2 7-14 3
6. სლოვაკეთი 2 0 1 0 1 4-5 2
7. იტალია 2 0 0 1 1 3-13 1
8. დანია 2 0 0 0 2 2-10 0

B ჯგუფი
ბელარუსი-კანადა 0:6
0:1, 0:2, 0,3
გოლები: 0:1 პოინტი-2 (მარნერი-2, კონეკნი-5), 0:2 მაკინონი-4 (მარნერი-3, ბერი-5), 0:3 მაკინონი-5 (სკინერი-3, ჟირუ-4), 0:4 სკინერი-3 (მაკინონი-2, მატესონი-1), 0:5 ჟირუ-1 (სკინერი-4, მორისი-1), 0:6 პოინტი-3 (კონეკნი-6, ვლასიჩი-1).

ფინეთი-ჩეხეთი 3:4 (ბ)
3:0, 0:0, 0:3, 0:0: 0:1
გოლები: 1:0 ფილპულა-1 (აჰო-2, რანტანენი-3), 2:0 იააკოლა-1 (რანტანენი-4, ფილპულა-2), 3:0 ლაიუნენი-1 (პილსტრიომი-2, აალტონენი-1), 3:1 ჰორაკი-1 (პასტრნაკი-2, ჩერვენკა-1), 3:2 გუდასი-2 (კრაიჩეკი-1, რჟეპიკი-2), 3:3 კოვარჟი-1 (პასტრნაკი-3).
ბულიტები გაიტანეს: ჰანჟლი (ჩეხეთი).

თ მ ომ ოწ წ შ ქ
1. კანადა 3 3 0 0 0 17-3 9
2. შვეიცარია 2 1 1 0 0 8-4 5
3. ჩეხეთი 3 1 1 0 1 11-8 5
4. ფინეთი 3 1 0 1 1 7-11 4
5. საფრანგეთი 2 1 0 0 1 7-4 3
6. ნორვეგია 2 1 0 0 1 3-5 3
7. სლოვენია 2 0 0 1 1 6-12 1
8. ბელარუსი 3 0 0 0 3 3-15 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული