ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: არის ერთი ფინალისტი!

AutoSharing Option
შემთხვევითი არ ყოფილა სენსაცია, რომელიც პირველ რაუნდში "ნეშვილმა" მოახდინა, როცა 4:0 მოუგო სერია პლეი ოფის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს "ჩიკაგოს". ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო ნეშვილური კლუბის დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლა.

მეექვსე მატჩის პირველ ორ პერიოდში გუნდებმა შაიბები გაცვალეს. და მეოთხედ ამ სერიაში, ორი პერიოდის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო. თამაში ერთ დიდ შეცდომამდე მიდიოდა, რომელიც "სენტ ლუისმა" დაუშვა, როცა "ორი ორზე" კონტრშეტევისას კომბინაცია გაათამაშებინა არვიდსონსა და იოჰანსენს.

"ბლუზის" ყველა მცდელობა - გაეთანაბრებინა ანგარიში, წარმატებით მოიგერია "ნეშვილის" დაცვის ხაზმა და მეკარე პეკა
რინემ, რომელმაც პლეი ოფის 10 მატჩში მეექვსედ გაუშვა ერთი ან ნაკლები გოლი.

* * *
"ნეშვილი" ელოდება "ანაჰაიმისა" და "ედმონტონის" სერიის დასრულებას. "დაქსმა" სერიის მეხუთე მატჩში სასწაული მოახდინა, როცა ძირითადი დროის ბოლო ოთხი წუთში 0:3 გააბათილა და მეორე ოვერტაიმში მოიგო. როგორც ჩანს, ამ "გაუგებრობამ" ძალიან გააბრაზა "ედმონტონი", რომელმაც საკუთარი პუბლიკის წინაშე, სასტიკად დასაჯა მეტოქე.

"ოილერზის" მთავარი გმირი გახდა ლეონ დრაიზაიტლი. 21 წლის გერმანელი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტია "ედმონტონის" ისტორიაში უეინ გრეტცკის შემდეგ, ვინც პლეი ოფის მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. სულ ამ მატჩში მან ხუთი ქულა მიითვალა და პლეი ოფის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე გადავიდა - ერთი ქულით ჩამორჩება ევგენი მალკინს.

ნეშვილი-სტ. ლუისი 3:1
0:1, 1:0, 2:0
გოლები: 0:1 შჩასტნი-2 (ტარასენკო-3, შვარცი-5), 1:1 იოზი-4 (ეკჰოლმი-3, რ. იოჰანსენი-7), 2:1 რ. იოჰანსენი-2 (არვიდსონი-3, ფორსბერგი-5), 3:1 იარნკროკი-1 (იოზი-4, რინე-3)..
სერია: 4-2

ედმონტონი-ანაჰაიმი 7:1
5:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 დრაიზაიტლი-4 (ა. ლარსონი-4), 2:0 დრაიზაიტლი-5 (ლუჩიჩი-3, ნურსი-2), 3:0 კასიანი-3 (ლეტესტუ-5, რაინჰარტი-1), 4:0 ლეტესტუ-4 (რასელი-4, დეშარნე-3), 5:0 ლეტესტუ-5 (ბენინგი-3, დრაიზაიტლი-9), 6:0 სლეპიშევი-3 (მარუნი-5, დრაიზაიტლი-10), 6:1 რაკელი-6 (პერი-6, ფაულერი-4), 7:1 დრაიზაიტლი-6 (ლუჩიჩი-4, ლეტესტუ-6).
სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ნეშვილი"მართლაც საუცხოოდ თამაშობს.ამერიკული პრესის ცნობით ასეთი გუნდი არ ჰყოლიათ რაც NHL-ში არიან
კახა ქირია
18:11 09-05-2017
0

სიახლეები პოპულარული