ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რეგულარული თითქმის დამთავრდა

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, პლეი ოფის ყველა მონაწილე გარკვეულია. შინ "პიტსბურგის" დამარცხების შემდეგ, ბოლო ვაკანტური საგზური მოიპოვა "ტორონტომ" - ეს გუნდი ბოლო ოთხ წელიწადში პირველად ითამაშებს სტენლის თასზე.

თუ სეზონის ბოლო მატჩში "ტორონტო" ქულას მაინც აიღებს "კოლამბუსის" წინააღმდეგ, პლეი ოფის პირველ რაუნდში შეხვდება "ოტავას", წაგების შემთხვევაში კი "ვაშინგტოთან" თამაში მოუწევს.

* * *
"ტორონტოს" რიგებიდან ერთი გოლი "პიტსბურგის" კარში ოსტონ მეტიუსმა გაიტანა. ის გახდა 20 წლამდელი მეოთხე ახალბედა ლიგის ისტორიაში, ვინც სადებიუტო სეზონში 40 გოლი გაიტანა. მანამდე ასეთი
რამ შეძლეს: დეილ ჰავერჩაკმა (1981-82, 45 გოლი, "ვინიპეგი"), სილვენ ტარჟონმა (1983-84, 40 გოლი, "ჰარტფორდი") და მარიო ლემიემ (1984-85, 43 გოლი, "პიტსბურგი").

* * *
აღსანიშნავია, რომ შარშან, პლეი ოფში არც ერთი კანადური გუნდი არ გასულა, წელს კი ამ ქვეყნის ხუთი გუნდი იბრძოლებს სტენლის თასისთვის - "მონრეალი", "ოტავა", "ტორონტო", "ედმონტონი" და "კალგარი". ასეთი რამ ბოლო 13 წელიწადში მეორედ მოხდა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ კანადურ კლუბს 1993 წლის შემდეგ არ მოუგია სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

* * *
ბოლოსწინა დღეს, სხვა მნიშვნელოვანი ამბები მოხდა:
- "ედმონტონმა" "ვანკუვერის" დამარცხებით პლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

- "ედმონტონი" 100-ქულიან ზღვარს გადაცდა - პირველად 1987 წლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "მენავთობეები" 2006 წლის შემდეგ, პირველად მოხვდნენ პლეი ოფში.

- "სან ხოსეს" მცველმა ბრენტ ბერნსმა რეგულარული ჩემპიონატი 76 ქულა დააგროვა. რაც მისი კარიერის რეკორდია.

- "მინესოტამ" საკლუბო რეკორდებით დაასრულა რეგულარული - 49 მოგება და 106 ქულა.

* * *
პლეი ოფის მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთი
ვაშინგტონი
პიტსბურგი
კოლამბუსი
მონრეალი
რეინჯერსი
ოტავა
ბოსტონი
ტორონტო

დასავლეთი
ჩიკაგო
მინესოტა
ანაჰაიმი
ედმონტონი
სტ. ლუისი
სან ხოსე
კალგარი
ნეშვილი

ლოს ანჯელესი-ჩიკაგო 3:2 (ო)
0:1, 0:0, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ტეივზი-21 (შმალცი-22, კიტი-46), 1:1 ტოფოლი-16 (კოპიტარი-38, ჯ. კარტერი-32), 1:2 პანარინი-31 (პ. კეინი-55, კიტი-47), 2:2 დ. ბრაუნი-13 (კოპიტარი-39, ჯ. კარტერი-33), 3:2 დაუტი-11 (ჯ. კარტერი-34, კოპიტარი-40).

ნიუ ჯერსი-აილენდერსი 2:4
0:0, 0:2, 2:2
გოლები: 0:1 პელეჩი-3 (კულემინი-11), 0:2 ა. ლი-32 (ლედი-33, ბოვიე-15), 0:3 ჩიმერა-19 (ქუინი-12, დე ჰაანი-20), 1:3 ბენეტი-7, 1:4 ა. ლი-33 (ბეილი-42, ლედი-34), 2:4 ბენეტი-8 (პრაუტი-6, ვუდი-9).

დეტროიტი-მონრეალი 2:3
1:0, 1:2, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ნილსენი-17 (ჰელმი-8), 1:1 ბოლიო-4 (ბირონი-21, გალაჰერი-19), 2:1 ლარკინი-17 (ტატარი-21, ლორიტო-1), 2:2 ლეჰკონენი-18 (ნესტეროვი-12), 2:3 შალჩენიუკი-17 (ნესტეროვი-13).

კაროლინა-სტ. ლუისი 4:5 (ბ)
2:1, 1:2, 1:1, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 ბარბაშევი-5 (პიეტრანჯელო-33, ტარასენკო-35), 1:1 დალბეკი-2 (ჯ. სტაალი-28), 2:1 სკინერი-36 (პეშე-17, ჰანიფინი-23), 2:2 სტინი-16 (პიეტრანჯელო-34, ტარასენკო-36), 3:2 ნორდსტრიომი-7 (ტოლჩინსკი-1, რასკი-29), 3:3 რივსი-7 (ბროძიაკი-7, აპშოლი-8), 3:4 აპშოლი-10, 4:4 სკინერი-37 (ჰანიფინი-24, პეშე-18).
ბულიტები გაიტანეს: სტემპნიაკი (კაროლინა), ბერგლუნდი (სტ. ლუისი), ტარასენკო (სტ. ლუისი).

ტორონტო-პიტსბურგი 5:3
1:1, 1:1, 3:1
გოლები: 0:1 კესელი-23 (კულენი-18, კუნაკლი-12), 1:1 ჯ. ვან რიმსდიკი-27 (ბოზაკი-37, პოლაკი-6), 2:1 ბოზაკი-18 (ნიულანდერი-39, გარდინერი-32), 2:2 კროსბი-44 (გიუნტცელი-17, შულცი-39), 2:3 გიუნტცელი-16, 3:3 კაპანენი-1 (ჰანვიკი-17, მეტიუსი-29), 4:3 კ. ბრაუნი-20 (გარდინერი-33, ჰანვიკი-18), 5:3 მეტიუსი-40.

ფლორიდა-ბაფალო 3:0
0:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ბიუგსტადი-7 (ვანეკი-31, რ. სმიტი-21), 2:0 იუბერდო-9 (იაგრი-29), 3:0 იუბერდო-10 (იაგრი-30).

ვინიპეგი-ნეშვილი 2:1
0:0, 0:1, 2:0
გოლები: 0:1 რ. ელისი-16, 1:1 კონორი-2 (ლაური-14), 2:1 ველერი-26 (შაიფლი-50, ბაფლინი-39).

დალასი-კოლორადო 4:3 (ბ)
1:0, 1:1, 1:2, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 შორი-13 (იკინი-9, პატერინი-8), 2:0 ჯეიმი ბენი-26 (კლინგბერგი-35, სეგუინი-46), 2:1 რანტანენი-19 (ბერი-31, ანდრიგეტო-15), 2:2 ლანდესკოგი-18 (ბოშემენი-13, კომო-12), 2:3 მაკინონი-17 (ბერი-32, კომპერი-3), 3:3 სეგუინი-26 (ლინდელი-12, კლინგბერგი-36).
ბულიტები გაიტანეს: სეგუინი (დალასი).

არიზონა-მინესოტა 1:3
0:2, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 ჰაულა-15 (პომინვილი-34), 0:2 ე. სტაალი-28 (კოილი-38), 1:2 პერლინი-14 (დოუნი-21, გოლიგოსკი-30), 1:3 ჰანზალი-20 (მ. კოივუ-40, დუმბა-23).

სან ხოსე-კალგარი 3:1
0:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ტირნი-11 (ჰანსენი-12), 2:0 ბოდკერი-10 (ტირნი-12, გუდროუ-1), 2:1 ლაზარი-1 (ტკაჩაკი-35, დ. ჰემილტონი-37), 3:1 ო'რეგანი-1 (ვლასიკი-22, ბერნსი-47).

ვანკუვერი-ედმონტონი 2:3
0:0, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 ებერლე-17 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-24, რასელი-12), 1:1 ბოსერი-4 (ჰ. სედინი-34, დ. სედინი-28), 1:2 ლეტესტუ-16 (მაკდევიდი-68, კლეფბომი-25), 1:3 პაკარინენი-2 (ლუჩიჩი-26, ბენინგი-12), 2:3 ედლერი-6 (ბუშე-4, ჰ. სედინი-35).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული