ზამთრის სახეობები

ყინულის ჰოკეი

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კროსბი პირველი 40-იანია

AutoSharing Option
"პიტსბურგს" ზედიზედ მეორე მატჩში ვერ ეხმარებოდა ევგენი მალკინი და რუსის არყოფნაში გაიბრწყინა "პინგვინების" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ. "ფლორიდას" წინააღმდეგ მატჩში ფორვარდმა კარიერაში მეათე ჰეთ-თრიკი შეასრულა და სეზონში პირველმა მიაღწია 40 გოლს. გარდა ამისა, ბომბარიდირთა დავაში ლიდერ კონორ მაკდევიდს დაეწია.

მატჩის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა "პიტსბურგის" მეკარე მარკ-ანდრე ფლერი, რომელმაც 21 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 44-ე "შათაუტი" შეასრულა.
ამ შეხვედრაში გავიდა სეზონის ყველაზე უცნაური გოლი: ფილ კესელმა კარის უკნიდან შაიბა ისე ააგდო მაღლა, რომ ის "ფლორიდას" კარსა და მეკარეს თავზე გადაევლო და
პატრიკ ჰორნკვისტმა ყინულზე დაუშვებლად შეაგდო კარში. ეს შვედი ფორვარდის პირველი გოლი იყო ბოლო 13 შეხვედრაში.

და კიდევ: სტატისტიკოსებმა ამ მატჩში "ფლორიდას" მხოლოდ 12 სახიფათო შეტევა დათვალეს. ერთადერთი, რითაც "პანტერებმა" შეიძლება თავი მოიწონონ, იარომირ იაგრის მორიგი სტატისტიკური მიღწევაა - ლეგენდარული ჩეხი გახდა მეოთხე მოთამაშე NHL-ის ისტორიაში, ვინც 1700 მატჩი ჩაატარა.

* * *
"კოლამბუსი" ისევ სიამოვნებას ანიჭებს თავის გულშემატკივარს დამაჯერებელი თამაშით. "ნიუ ჯერსის" დამარცხების შემდეგ, კლუბმა თავისი 17-წლიანი არსებობის განმავლობაში მხოლოდ მესამედ მოიპოვა პლეი ოფში თამაშის უფლება, თან ისტორიაში პირველად დააგროვა 100 ქულა რეგულარულ ჩემპიონატში.

ტრადიციულად, "ბლუ ჯეკეტსის" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მეკარე სერგეი ბობროვსკი, რომელმაც 36-დან 35 დარტყმა მოიგერია. რუს გოლკიპერს მარტში შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, საშუალოდ 1.14 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 96.3 პროცენტი მოიგერია.

"კოლამბუსი" ცხრილში გაუთანაბრდა რეგულარულის ლიდერ "ვაშინგტონს".

* * *
"ვაშინგტონისა" და "კოლამბუსის" შემდეგ მესამე გუნდი, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა, "ჩიკაგო" გახდა. მან აუთსაიდერი "კოლორადო" დაამარცხა საკუთარ მოედანზე. არადა, თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, "ეველანშს" ორშაიბიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გაუგებარი ჩავარდნა დაემართა - 34 წამის განმავლობაში, ტეივზმა, პანიკმა და პანარინმა სამი გოლი გაიტანეს 27 წლის მეკარის ჯერემი სმიტის კარში.

"ჩიკაგომ" ზედიზედ მეხუთედ მოუგო "კოლორადოს".

ვინიპეგი-მინესოტა 5:4
3:0, 1:4, 1:0
გოლები: 1:0 კოპი-9 (ლოური-12, არმია-8), 2:0 ლოური-13 (მ. პერო-22, ველერი-38), 3:0 ჩიაროტი-2 (ლიტლი-19), 4:0 ბაფლინი-12 (ველერი-39, მ. პერო-23), 4:1 კოილი-16 (პარიზე-17), 4:2 მიკაელ გრანლუნდი-25 (მ. კოივუ-35, ბროდინი-17), 4:3 კ. სტიუარტი-12 (სპარჯონი-23, ცუკერი-25), 4:4 კ. სტიუარტი-13 (ჰაულა-10, გრაოვაცი-2), 5:4 მორისეი-5 (შტრაიტი-1, შაიფელი-43).

ჩიკაგო-კოლორადო 6:3
1:2, 0:1, 5:0
გოლები: 1:0 პ. კეინი-32 (პანარინი-42, შმალცი-15), 1:1 გრიგორენკო-8, 1:2 გრიგორენკო-9 (ბერი-27, ტიუტინი-12), 1:3 ანდრიგეტო-4 (ბარბერიო-9, რანტანენი-17), 2:3 ტეივზი-19 (ჰეიდენი-1, კიტი-43), 3:3 პანიკი-19 (ჰეიდენი-2, სიბრუკი-32), 4:3 პანარინი-24 (შმალცი-16, პ. კეინი-47), 5:3 ტეივზი-20 (ჰიალმარსონი-12, ტ. ვან რიმსდიკი-8), 6:3 კრუგერი-3 (კერო-7).

მონრეალი-ოტავა 4:1
2:1, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 პლეკანეცი-8 (მარკოვი-28, ბირონი-17), 1:1 პიატი-7 (მ. ჰოფმანი-30, პაგო-19), 2:1 ჯორდი ბენი-4 (ბოლიო-22, რადულოვი-33), 3:1 ბირონი-20 (გალაჰერი-15, შ. უებერი-25), 4:1 ბოლიო-3 (ე. შოუ-16, დანო-24).

ფილადელფია-კაროლინა 4:3 (ო)
1:0, 1:2, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 პროვოროვი-6 (მაკდონალდი-14, კუტურიე-13), 2:0 ვაისი-4 (ფილპულა-29), 2:1 სკინერი-26 (ჰანიფინი-19, ტერავაინენი-22), 2:2 ლინდჰოლმი-9 (დი ჯუზეპე-6, რასკი-26), 2:3 ჯ. სტაალი-15 (ლინდჰოლმი-30, აჰო-21), 3:3 კონეკნი-11 (პროვოროვი-21, კუტურიე-14), 4:3 ბ. შენი-22 (კუტურიე-15, პროვოროვი-22).

კალგარი-ლოს ანჯელესი 5:2
2:1, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 მონეჰანი-23 (გოდრო-35, ჩიასონი-10), 2:0 მაიკლ სტოუნი-3 (გოდრო-36, მონეჰანი-25), 2:1 კოპიტარი-10 (დ. ბრაუნი-21, იგინლა-11), 3:1 ჯორდანო-12 (დ. ჰემილტონი-36, ბაკლუნდი-29), 4:1 გოდრო-16 (მონეჰანი-26, ბროუდი-24), 4:2 დაუდი-5 (ლადუ-5, მუზინი-16), 5:2 ვერსტიგი-13 (ლაზარი-2).

ნიუ ჯერსი-კოლამბუსი 1:4
1:2, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 სედლაკი-7 (ბულიტი), 0:2 ჯენერი-15 (ჯ. ჯონსონი-17, სავარი-16), 1:2 ენრიკი-19 (ზახა-12), 1:3 დუბინსკი-11 (ბულიტი), 1:4 ჯენერი-16.

პიტსბურგი-ფლორიდა 4:0
1:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ჰორნკვისტი-18 (კესელი-41, კულენი-15), 2:0 კროსბი-38 (გიუნტცელი-12, შირი-25), 3:0 კროსბი-39 (გიუნტცელი-13, შირი-26), 4:0 კროსბი-40 (გიუნტცელი-14, შირი-27).

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. მონრეალი 72 41 23 8 90
2. ოტავა 71 39 24 8 86
3. ბოსტონი 71 38 27 6 82
4. ტორონტო 70 32 23 15 79
5. ტამპა ბეი 71 34 28 9 77
6. ფლორიდა 71 31 29 11 73
7. ბაფალო 72 29 31 12 70
8. დეტროიტი 70 28 31 11 67

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. x-ვაშინგტონი 71 46 17 8 100
2. x-კოლამბუსი 71 47 18 6 100
3. პიტსბურგი 71 45 17 9 99
4. რეინჯერსი 72 45 24 3 93
5. აილენდერსი 71 33 26 12 78
6. ფილადელფია 71 33 30 8 74
7. კაროლინა 70 30 27 13 73
8. ნიუ ჯერსი 71 26 33 12 64

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. x-ჩიკაგო 72 47 20 5 99
2. მინესოტა 71 43 22 6 92
3. სტ. ლუისი 71 38 28 5 81
4. ნეშვილი 71 35 25 11 81
5. ვინიპეგი 72 32 33 7 71
6. დალასი 71 28 33 10 66
7. კოლორადო 71 20 48 3 43

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. სან ხოსე 71 42 22 7 91
2. ანაჰაიმი 72 38 23 11 87
3. კალგარი 72 41 27 4 86
4. ედმონტონი 71 38 24 9 85
5. ლოს ანჯელესი 71 34 30 7 75
6. ვანკუვერი 71 28 34 9 65
7. არიზონა 71 26 36 9 61

ბომბარდირები
სიდნი კროსბი (პიტ) 80 (40+40)
კონორ მაკდევიდი (ედმ) 80 (25+55)
ბრედ მარშანი (ბოს) 79 (37+42)
პატრიკ კეინი (ჩიკ) 79 (32+47)
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 75 (21+54)
ევგენი მალკინი (პიტ) 72 (33+39)
ნიკიტა კუჩეროვი (ტ-ბეი) 71 (33+38)
მარკ შაიფლი (ვინ) 71 (28+43)
ბრენტ ბერნსი (ს-ხოს) 70 (27+43)
ტაილერ სეგუინი (დალ) 68 (24+44)

გოლები
სიდნი კროსბი (პიტ) 40
ბრედ მარშანი (ბოს) 37
ვლ. ტარასენკო (ს-ლუი) 34
პატრიკ ლაინე (ვინ) 33
კემ ატკინსონი (კლმ) 33
მაქს პასიორეტი (მონ) 33
ევგენი მალკინი (პიტ) 33
ნიკიტა კუჩეროვი (ტ-ბეი) 33
ოსტონ მეტიუსი (ტორ) 32
პატრიკ კეინი (ჩიკ) 32

პასები
კონორ მაკდევიდი (ედმ) 55
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 54
ერიკ კარლსონი (ოტა) 51
პატრიკ კეინი (ჩიკ) 47
ვიქტორ ჰედმანი (ტ-ბეი) 45
რაიან გეტცლაფი (ანა) 45
ტაილერ სეგუინი (დალ) 44

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"