ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოვეჩკინი შავ სერიას იმეორებს

AutoSharing Option
"კალგარი" აგრძელებს ფანტასტიკური ფორმის ჩვენებას. გასვლითმა მატჩმა ძლიერ "ვინიპეგთან" "ფლეიმზს" ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოუტანა. ბოლოს, ასეთი სერია კანადურ კლუბს 1978 წელს ჰქონდა, როცა ის ჯერ კიდევ ქალაქ ატლანტაში იყო დაბანაკებული. ამჯერად, კანადელთა რიგებში საუკეთესო იყო მცველი დუგი ჰემილტონი, რომელმაც სამი შედეგიანი პასი შეასრულა, ხოლო მეკარე ბრაიან ელიოტმა ზედიზედ მეორე მატჩში შეიანახა კარი "მშრალად".

* * *
სიდნი კროსბიმ ისევ ვერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა, 34 შაიბით კვლავ ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერია. სამაგიეროდ, სიდმა ორი ქულა დააგროვა და დაიბრუნა მეორე ადგილი ბომბარდირთა
სიაში. ის სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ კონორ მაკდევიდს.

"პიტსბურგის" მეკარემ მეტიუ მიურეიმ 27 დარტყმა მოიგერია და სეზონში მესამე შათაუტი შეასრულა. "პინგვინზმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.

* * *
ძალიან პასიური იყო რეგულარულის ლიდერი "ვაშინგტონი" "ლოს ანჯელესის" წინააღმდეგ მატჩში - მხოლოდ 19 ზუსტი დარტყმა შეასრულა. "კინგზმა" ამით ისარგებლა, 4:2 მოიგო და აგრძელებს ბრძოლას პლეი ოფში მოსახვედრად.
"ვაშინგტონის" ლიდერი ალექსანდრ ოვეჩკინი ზედიზედ ცხრა თამაშია გოლს ვერ იტანს. ეს მისი ანტირეკორდის გამეორებაა, რომელიც 2008 წელს დაამყარა.
გუშინდელი მატჩების შემდეგ, "ვაშინგტონს" ერთ ქულამდე მიუახლოვდა "პიტსბურგი".

* * *
ისტორიული დღე ჰქონდა "ოტავას" მეკარეს კრეიგ ანდერსონს - ის კლუბის ისტორიაში პირველ ადგილზე გადავიდა მოგებების რაოდენობით (147). ოტაველთა გოლკიპერს ერთგვარად განტვირთის დღე ჰქონდა, რადგან "კოლორადომ" მისი მიმართულებით მხოლოდ 16 ზუსტი დარტყმა შეასრულა.
"ოტავამ" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ატლანტიკის დივიზიონში პირველ ადგილს იყოფს "მონრეალთან".

სან ხოსე-ნეშვილი 1:3
1:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 პ. მარტინი-4 (ჯ. ტორნტონი-38), 1:1 რ. იოჰანსონი-11 (იოზი-29), 1:2 ჯ. ნილი-19 (კ. უილსონი-17), 1:3 არვიდსონი-24 (საბენი-26).

ბაფალო-კოლამბუსი 5:3
0:3, 3:0, 2:0
გოლები: 0:1 სავარი-5 (განიე-25, ჰარტნელი-21), 0:2 ნ. ფოლინო-24 (საადი-26, ვერენსკი-32), 0:3 ბიორკსტრანდი-5 (განიე-26), 1:3 მაკეიბი-3 (დელორიერი-2, ე. კეინი-14), 2:3 მოულსონი-13 (ბ. ჯონტა-18, ბოგოსიანი-7), 3:3 რაინჰარტი-16 (რისტოლაინენი-37), 4:3 ე. კეინი-25 (აიკელი-28, რისტოლაინენი-38), 5:3 აიკელი-19 (რ. ო'რაილი-30).

კაროლინა-ტორონტო 2:3 (ო)
1:1, 1:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 რასკი-15 (ლინდჰოლმი-27, პეშე-13), 1:1 მარნერი-17 (ბოზაკი-30, ჯ. ვან რიმსდიკი-30), 2:1 ტერავაინენი-13 (ჯ. სტაალი-23, ფოლკი-16), 2:2 ჯ. ვან რიმსდიკი-21, 3:2 რაილი-4 (ნიულანდერი-30, გარდინერი-25).

კოლორადო-ოტავა 2:4
1:0, 0:3, 1:1
გოლები: 1:0 ნიეტო-5 (გოლუბეფი-5, კომო-9), 1:1 კლაესონი-2 (პაგო-18, პიატი-13), 1:2 ბაროუზი-13 (მ. ჰოფმანი-27, ე. კარლსონი-49), 1:3 მ. ჰოფმანი-21 (კელი-7), 1:4 ძინგელი-13 (ბაროუზი-13, ე. კარლსონი-50), 2:4 ანდრიგეტო-3 (კოლბორნი-2, ზოდერბერგი-7).

ტამპა ბეი-ფლორიდა 3:2
0:2, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 იაგრი-14 (ბარკოვი-25, მარშესო-20), 0:2 პისიკი-4 (რ. სმიტი-20, ბარკოვი-26), 1:2 კუჩეროვი-31 (ჰედმანი-45, დრუენი-25), 2:2 გურდი-1, 3:2 პალატი-14 (სუსტრი-8).

ვინიპეგი-კალგარი 0:3
0:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ბაკლუნდი-21 (ფროლიკი-26, დ. ჰემილტონი-32), 0:2 ფროლიკი-15 (ტკაჩაკი-32, დ. ჰემილტონი-33), 0:3 ჩიასონი-9 (მონეჰანი-24, დ. ჰემილტონი-34).

სტ. ლუისი-აილენდერსი 4:3
1:0, 3:1, 0:2
გოლები: !:0 ტარასენკო-31 (შვარცი-29, სტინი-29), 2:0 სტინი-13, 2:1 ნელსონი-16 (ჰო-სანგი-1, მეიფილდი-5), 3:1 ტარასენკო-32 (გუნარსონი-5), 4:1 ბერგლუნდი-19 (პერონი-23, პააიარვი-2), 4:2 ბოვიე-8 (ჰიკი-14, კლატერბეკი-13), 4:3 ნ. ლედი-11 (ე. ლედი-7, ტავარესი-33).

არიზონა-ნიუ ჯერსი 5:4
3:0, 1:2, 1:2
გოლები: 1:0 ვრბატა-16 (დომი-22, კ. მერფი-14), 2:0 რიდერი-15 (მარტინუკი-13), 3:0 ჩიჩრუნი-6 (რიდერი-16, მარტინუკი-14), 4:0 პერლინი-12 (დეანჯელო-7, ჩიჩრუნი-10), 4:1 პალმიერი-21 (ტ. ჰოლი-29, ბლანდისი-4), 4:2 ბენეტი-4 (სევერსონი-25), 4:3 პალმიერი-22 (სევერსონი-26, ენრიკე-18), 5:3 დეანჯელო-4 (მაკგინი-7, ჩიჩრუნი-11), 5:4 ჯ. მური-7 (ზახა-9, ვუდი-8).

ვანკუვერი-პიტსბურგი 0:3
0:0, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 ი. კოული-5 (კუნაკლი-6, ს. უილსონი-16), 0:2 გიუნტცელი-10 (შირი-22, კროსბი-37), 0:3 შირი-19 (გიუნტცელი-9, კროსბი-38).

ბოსტონი-ფილადელფია 2:1
1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 პასტრნაკი-28 (პ. ბერჟერონი-27), 1:1 ვილი-3 (სიმონდსი-18, ჟირუ-35), 2:1 სტეფორდი-6 (კ. მილერი-8).

ლოს ანჯელესი-ვაშინგტონი 4:2
1:1, 1:1, 2:0
გოლები: 0:1 ვრანა-3 (შატენკირკი-35, ჯასტინ უილიამსი-18), 1:1 გაბორიკი-9 (კოპიტარი-31, მარტინესი-26), 1:2 ოში-26 (მ. იოჰანსონი-23), 2:2 კოპიტარი-9 (ჯ. კარტერი-28, მუზინი-14), 3:2 კემკე-1 (გრაველი-5, მარტინესი-27), 4:2 ჯ. კარტერი-31 (ტოფოლი-14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული