ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ტრეიდები დამთავრდა

AutoSharing Option
გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ტრეიდების ბოლო დღე იყო და რამდენიმე საინტერესო გარიგებაც დაიდო:

- "ვინიპეგმა" დრიუ სტეფორდი "ბოსტონში" გაუშვა 2018 წლის დრაფტის მეექვსე რაუნდში არჩევანის სანაცვლოდ.

- "ტორონტომ" ფორვარდი ფრენკ კორადო "პიტსბურგს" გაუცვალა ფორვარდ ერიკ ფერში, მცველ სტივ ოლესკიში და დრაფტის არჩევანში.

- "ნიუ ჯერსიმ" ფორვარდი პიეი პარენტო "ნეშვილში" გაამგზავრა 2017 წლის დრაფტის მეექვსე რაუნდში არჩევანის სანაცვლოდ.

- "ტამპა ბეის" მცველი მარკ შტრაიტი კარიერას "პიტსბურგში" გააგრძელებს. მის ნაცვლად, "პინგვინზმა" 2018 წლის დრაფტზე მეოთხე რაუნდში არჩევანის უფლება გაიღო.

- გარდა ამისა,
"ტამპა ბეიმ" სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის ფორვარდი ვალტერი ფილპულა "ფილადელფიას" დაუთმო, სანაცვლოდ კი მიიღო 2017 წლის დრაფტის მეშვიდე რაუნდში არჩევანის უფლება.

- "კოლამბუსმა" მცველი დილონ ჰიზერინგტონი "დალასს" გაუცვალა ფორვარდ ლაური კორპიკოსკიში.

- მოთამაშეები გაცვალეს "დეტროიტმა" და "ფლორიდამ". "რედ უინგზმა" ფორვარდი ტომაშ ვანეკი დათმო მცველ დილან მაკილრატში.

- "კოლორადოს" ვეტერანი ჯერომ იგინლა "ლოს ანჯელესში" გადავიდა. "კინგზმა" ამისთვის 2018 წლის დრაფტზე მეოთხე რაუნდში არჩევანის უფლება დათმო.

- "ლოს ანჯელესმა" ფორვარდი დუაიტ კინგი "მონრეალში" გაუშვა და სანაცვლოდ მიიღო 2018 წლის დრაფტზე არჩევანის უფლება.

* * *
პატრიკ კეინმა ერთი კვირის განმავლობაში ორი ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ჩიკაგოს" "პიტსბურგთან" 4:1 მოაგებინა. კეინს ბოლო 11 მატჩში 12 გოლი დაუგროვდა, ბოლო სამში კი შვიდი.
"ბლეკჰოქსმა" ბოლო 11 მატჩში მეათედ მოუგო "პინგვინებს".

ტამპა ბეი-კაროლინა 4:3 (ო)
1:2, 0:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ჰედმანი-11 (კუჩეროვი-33, პალატი-18), 1:1 ჰანიფინი-3 (ლინდჰოლმი-24, აჰო-17), 1:2 დ. რაიანი-9 (ჰანიფინი-15, რასკი-22), 2:2 ტ. ჯონსონი-18 (დოტჩინი-4, პალატი-19), 3:2 კუჩეროვი-27 (ტ. ჯონსონი-23, გარისონი-7), 3:3 მაკლემანი-5 (სლავინი-19, ლინდჰოლმი-25), 4:3 ჰედმანი-12 (კუჩეროვი-34, ტ. ჯონსონი-24).

ჩიკაგო-პიტსბურგი 4:1
0:0, 2:1, 2:0
გოლები: 1:0 პ. კეინი-25 (შმალცი-12), 2:0 ს. უილსონი-7 (ჰეინსი-11), 2:1 პანიკი-17 (კიტი-38), 3:1 პ. კეინი-26 (შმალცი-13, პანარინი-37), 4:1 პ. კეინი-27.

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. მონრეალი 64 35 21 8 78
2. ოტავა 61 33 22 6 72
3. ბოსტონი 63 33 24 6 72
4. ტორონტო 62 28 21 13 69
5. ფლორიდა 62 29 23 10 68
6. ტამპა ბეი 62 29 25 8 66
7. ბაფალო 63 26 26 11 63
8. დეტროიტი 61 25 26 10 60

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. ვაშინგტონი 62 42 13 7 91
2. კოლამბუსი 61 39 16 6 84
3. პიტსბურგი 62 38 16 8 84
4. რეინჯერსი 63 40 21 2 82
5. აილენდერსი 61 29 22 10 68
6. ფილადელფია 62 29 26 7 65
7. ნიუ ჯერსი 62 25 25 12 62
8. კაროლინა 60 25 25 10 60

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. მინესოტა 61 41 14 6 88
2. ჩიკაგო 63 40 18 5 85
3. ნეშვილი 63 32 22 9 73
4. სტ. ლუისი 62 31 26 5 67
5. ვინიპეგი 64 28 30 6 62
6. დალასი 63 25 28 10 60
7. კოლორადო 61 17 41 3 37

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. სან ხოსე 62 37 18 7 81
2. ედმონტონი 64 34 22 8 76
3. ანაჰაიმი 63 32 21 10 74
4. კალგარი 64 34 26 4 72
5. ლოს ანჯელესი 63 30 27 6 66
6. ვანკუვერი 62 26 29 7 59
7. არიზონა 62 22 33 7 51

ბომბარდირები
კონორ მაკდევიდი (ედმ) 72 (21+51)
პატრიკ კეინი (ჩიკ) 68 (27+41)
სიდნი კროსბი (პიტ) 67 (34+33)
ბრედ მარშანი (ბოს) 66 (28+38)
ბრენტ ბერნსი (ს-ხოს) 66 (27+39)
მარკ შაიფლი (ვინ) 65 (26+39)
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 64 (19+45)
ევგენი მალკინი (პიტ) 62 (26+36)
ნიკიტა კუჩეროვი (ტ-ბეი) 61 (27+34)
ტაილერ სეგუინი (დალ) 61 (22+39)

გოლები
სიდნი კროსბი (პიტ) 34
მაქს პასიორეტი (მონ) 31
ოსტონ მეტიუსი (ტორ) 31
პატრიკ ლაინე (ვინ) 31
ჯეფ კარტერი (ლ-ანჯ) 30
კემ ატკინსონი (კლმ) 29
ვლ. ტარასენკო (ს-ლუი) 28
ბრედ მარშანი (ბოს) 28

პასები
კონორ მაკდევიდი (ედმ) 51
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 45
ერიკ კარლსონი (ოტა) 45
პატრიკ კეინი (ჩიკ) 41
ვიქტორ ჰედმანი (ტ-ბეი) 41
ალექსანდერ ვენბერგი (კლმ) 40
მარკ შაიფლი (ვინ) 39
რაიან იოჰანსენი (ნეშ) 39
ტაილერ სეგუინი (დალ) 39
ბრენტ ბერნსი (ს-ხოს) 39

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული