ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგომ" ორგზის ჩემპიონი დაიბრუნა

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაგრძელდა ტრეიდები.

მოახლოებული პლეი ოფის წინ, "ჩიკაგომ" დაცვის გაძლიერებაზე იზრუნა. მან "დალასიდან" აიყვანა 35 წლის ჯონი ოდუია, მის ნაცვლად კი დათმო ფორვარდი მარკ მაკნილი.

ოდუია 2013-15 წლებში თამაშობდა "ჩიკაგოში" და ამ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო სტენლის თასი. წელს, ვეტერანმა ტრავმების გამო, მხოლოდ 37 მატჩი ჩაატარა და შვიდი ქულა დააგროვა.

* * *
გუშინ, სხვა გარიგებებიც შედგა:
- "დეტროიტმა" ფორვარდი სტივ ოტი გაუცვალა "მონრეალს" 2018 წლის დარფტის მეექვსე რაუნდის არჩევანში.

- ფორვარდი იანიკ ჰანსენი "ვანკუვერიდან" "სან ხოსეში" გადავიდა,
საპირისპირო მიმართულებით კი გაემგზავრა ფორვარდი ნიკოლაი გოლდობინი.

- მოთამაშეები გაცვალეს "მონრეალმა" და "ედმონტონმა". "კანადიენსმა" მიიღო მცველი ბრენდონ დევიდსონი, "ოილერზმა" კი ფორვარდი დავიდ დეშარნე.

- "რეინჯერსმა" მცველი მეტ ბოდი "ბაფალოში" გაუშვა, სანაცვლოდ კი მიიღო ფორვარდი დანიელ კატენაჩი.

- "კაროლინამ" "ოტავაში" გაცვალა ფორვარდი ვიქტორ სტალბერგი. "სენატორზს" ეს გარიგება 2017 წლის დრაფტის მესამე რაუნდში არჩევანის უფლებად დაუჯდა.

- "დეტროიტმა" მცველი ბრენდან სმიტი "რეინჯერსში" გაუშვა, თავად კი მიიღო 2017 წლის დარფტზე არჩევის უფლება.

ბოსტონი-არიზონა 4:1
1:0, 3:1, 0:0
გოლები: 1:0 კ. მილერი-5 (პასტრნაკი-26, კრეიჩი-27), 1:1 ჰოლანდი-2 (პერლინი-6, ვრბატა-32), 2:1 რაილი ნეში-4 (პ. ბერჟერონი-23), 3:1 ბეკსი-13 (მარშანი-38, პ. ბერჟერონი-24), 4:1 მარშანი-28.

ბაფალო-ნეშვილი 4:5 (ო)
2:1, 1:1, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 ბ. ჯონტა-13 (ბოგოსიანი-6, აიკელი-23), 2:0 ოკსოპო-19 (მაკეიბი-12, მოულსონი-12), 2:1 ფიშერი-16 (ო. უოტსონი-10, ირვინი-9), 2:2 კ. უილსონი-11 (რ. იოჰანსენი-39, იოზი-26), 3:2 ე. კეინი-22 (ბ. ჯონტა-16, ფრანსონი-14), 4:2 მაკეიბი-2 (ოკსოპო-22, რ. ო'რაილი-26), 4:3 რ. იოჰანსენი-10 (ფორსბერგი-23, ირვინი-10), 4:4 ფორსბერგი-25 (არვიდსონი-24), 4:5 ფორსბერგი-26 (იოზი-27).

რეინჯერსი-ვაშინგტონი 1:4
1:0, 0:2, 0:2
გოლები: 1:0 სკეი-3 (კლენდენინგი-8, ჯ-ტ. მილერი-29), 1:1 მ. იოჰანსონი-20 (ორლოვი-24, კუზნეცოვი-34), 1:2 კონოლი-13 (ნისკანენი-29, ელერი-12), 1:3 მ. იოჰანსონი-21 (კუზნეცოვი-35, ნისკანენი-30), 1:4 ბექსტრიომი-19 (მ. იოჰანსონი-22, ჯ. კარლსონი-25).

ფილადელფია-კოლორადო 4:0
3:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 სიმონდსი-26 (მაკდონალდი-13), 2:0 სიმონდსი-27 (გოსტისბეერი-22, ჟირუ-32), 3:0 ვორაჩეკი-17 (ბ. შენი-22, ჟირუ-33), 4:0 ვილი-1 (გუდასი-12, შტრაიტი-16).

მონრეალი-კოლამბუსი 1:0 (ო)
0:0, 0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 გალჩენიუკი-15 (შ. უებერი-23, პასიორეტი-25).

ფლორიდა-კაროლინა 3:2 (ბ)
2:0, 0:1, 0:1, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 იაგრი-12 (იებურდო-7, ბარკოვი-22), 2:0 ტროჩეკი-22 (რ. სმიტი-18, პეტროვიჩი-10), 2:1 სტემპნიაკი-11 (ტერავაინენი-18, სლავინი-18), 2:2 აჰო-18 (რასკი-21, ლინდჰოლმი-23).
ბულიტები გაიტანეს: ბარკოვი (ფლორიდა), იუბერდო (ფლორიდა).

სტ. ლუისი-ედმონტონი 1:2
1:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 შჩასტნი-16 (პიეტრანჯელო-22, შვარცი-24), 1:1 ლუჩიჩი-14 (ებერლე-25, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-18), 1:2 ლეტესტუ-13 (მაკდევიდი-51, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-19).

ვინიპეგი-მინესოტა 5:6
1:3, 2:2, 2:1
გოლები: 1:0 ლაინე-31 (შაიფლი-38, მ. პერო-18), 1:1 მიკაელ გრანლუნდი-21 (მ. კოივუ-31), 1:2 გრაოვაცი-7 (მიკაელ გრანლუნდი-37, ჰანზალი-11), 1:3 ჰაულა-13 (მიკაელ გრანლუნდი-38, კ. სტიუარტი-5), 1:4 სკანდელა-3 (ჰანზალი-12), 2:4 ლოური-11 (სტეფორდი-9, ელერსი-29), 2:5 რ. უაიტი-9 (კ. სტიუარტი-6), 3:5 მ. პერო-7 (ველერი-33, ბაფლინი-31), 4:5 არმია-7 (შაიფლი-39), 5:5 შაიფლი-26 (მ. პერო-19, ლაინე-25), 5:6 ცუკერი-20 (ჰაულა-9, სკანდელა-7).

დალასი-პიტსბურგი 3:2
0:1, 0:1, 3:0
გოლები: 0:1 მალკინი-26 (ჰორნკვისტი-19, ჰაგელინი-15), 0:2 გიუნტცელი-7 (ი. კოული-16, კუნიტცი-18), 1:2 რიტჩი-11 (კლინგბერგი-26, რუსელი-15), 2:2 სპეცა-9 (ჯეიმი ბენი-37, ჰამჰუისი-14), 3:2 რუსელი-12 (კლინგბერგი-27).

კალგარი-ლოს ანჯელესი 2:1 (ო)
0:1, 1:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 პირსონი-21 (კოპიტარი-30, ჯ. კარტერი-26), 1:1 ფერლანდი-12 (ჯორდანო-19), 2:1 ბროუდი-5 (ბაკლუნდი-26).

ვანკუვერი-დეტროიტი 2:3 (ო)
0:2, 1:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ნილსენი-12 (ატანასიუ-7, უე-9), 0:2 ნილსენი-13 (ზეტერბერგი-33), 1:2 მარკუს გრანლუნდი-16 (დ. სედინი-23, ჰ. სედინი-26), 2:2 ბუშე-2, 2:3 აბდელკადერი-5 (ზეტერბერგი-34, კრონვალი-8).

სან ხოსე-ტორონტო 3:1
0:0, 1:1, 2:0
გოლები: 0:1 მეტიუსი-31 (ლეივო-8, ნიულანდერი-27), 1:1 დილონი-2 (ლებანკი-12, პაველსკი-34), 2:1 ჰერტლი-8 (მარლო-14, ბერნსი-39), 3:1 პაველსკი-21 (ჯ. ტორტონი-35, კუტური-21).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული