ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა "მინესოტას" ფორვარდი ჯეისონ პომინვილი. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 ქულა (2+6) დააგროვა. "მინესოტამ" ამ ოთხი მატჩში სამჯერ იმარჯვა. პომინვილმა საუკეთესო მატჩი "ვინიპეგის" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა კარიერაში მეოთხედ (პირველად 2011 წლის იანვრის შემდეგ) დააგროვა თამაშში ოთხი ქულა (2+2).

კვირის მეორე ვარსკვლავია "სენტ ლუისის" მეკარე ჯეიკ ალენი. მან თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, საშუალოდ ერთი შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 96.7 პროცენტი მოიგერია. ალენმა "ოტავასთან" 6:0 მოგებულ
მატჩში 30 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-13 "შათაუტი" შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ნეშვილის" ფორვარდმა ვიქტორ არვიდსონმა. ის ლიგის ლიდერი იყო გოლების (5) რაოდენობით და მეორეზე გავიდა ქულების (7) მიხედვით. "ფლორიდას" წინააღმდეგ (7:4) 23 წლის შვედმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

კოლამბუსი-რეინჯერსი 2:3
1:0, 0:1, 1:2
გოლები: 1:0 დუბინსკი-8 (საადი-22, ს. ჯონსი-19), 1:1 ჟირარდი-4 (ჰეიესი-27, ჯ-ტ. მილერი-28), 1:2 ჰეიესი-15, 2:2 ნ. ფოლინო-19 (სავარი-11), 2:3 ვესეი-13 (სტეპანი-29, ჰოლდენი-18).

კალგარი-არიზონა 0:5
0:1, 0:3, 0:1
გოლები: 0:1 ჰანზალი-13 (ვრბატა-26, დომი-14), 0:2 დვორაკი-8 (პერლინი-4, ეკმან-ლარსონი-21), 0:3 მარტინუკი-8 (რ. უაიტი-5, მერფი-12), 0:4 რ. უაიტი-6 (ლ. შენი-4, დვორაკი-11), 0:5 დვორაკი-9 (დოუნი-14, ლ. შენი-5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული