NHL: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "ფილადელფიას" ფორვარდმა უეინ სიმონდსმა. გასულ უქმეებზე ის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" MVP გახდა, მანამდე კი რეგულარული ჩემპიონატის ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ფილადელფიელს "ოლ სტარტზე" დებიუტი ჰქონდა, რომელიც სამი გოლით აღნიშნა. ამ სამი შაიბიდან ბოლო გამარჯვებისა იყო ფინალურ მატჩში.

კვირის მეორე ვარსკვლავია "სან ხოსეს" ფორვარდი პატრიკ მარლო. მან სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანგა და ექვსი ქულა დააგროვა. ის გახდა მე-12 მოთამაშე ისტორიაში და პირველი 1997 წლის შემდეგ, ვინც ერთ
პერიოდში ოთხი შაიბის გატანა შეძლო. ეს მოხდა "კოლორადოსთან" მატჩში (5:2).

მესამე ვარსკვლავად დასახელდა "ტორონტოს" მეკარე ფრედერიკ ანდერსენი. მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 48-დან 48 დარტყმა მოიგერია, რამაც ზედიზედ ორ შეხვედრაში "შათაუტი" მოუტანა. დანიელმა 26 დარტყმა მოიგერია "კალგარის" წინააღმდეგ და 22 დარტყმა - "დეტროიტთან" მატჩში. ორივე შეხვედრა "ტორონტომ" 4:0 მოიგო.

* * *
ამასობაში, "პიტსბურგ პინგვინზის" და კანადის ნაკრების ვარსკვლავი სიდნი კროსბი სერიოზულად არის განწყობილი 2018 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის. ფორვარდის თქმით, მას ძალიან უნდა დაეხმაროს ნაკრებს პიონჩანგში.

"მინდა 2018 წლის თამაშებში მონაწილეობა. მაქვს ოლიმპიადაზე გამოსვლის წარმატებული გამოცდილება. ვიცი, რომ მათთვის, ვინც თამაშებზე არასოდეს გამოსულა, ეს მართლაც ჯადოსნური მომენტი იქნებოდა კარიერაში", - განაცხადა კროსბიმ.

"NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა? ასეთ საკითხებს სერიოზული ფიქრი სჭირდება. რთული სათქმელია, როგორ დასრულდება ყველაფერი. თუ გარემოებებს გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ სიტუაცია ჩვენთვის რთულია", - აღიარა ჰოკეისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული