სამთო თხილამურები: მოგება წელიწადნახევრის შემდეგ

AutoSharing Option
ლინდსი ვონი ისევ მწვერვალზეა. სახელგანთქმულმა ამერიკელმა მოთხილამურემ, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო წელიწადნახევარი გამოტოვა, კანადის ლეიკ-ლუისში თავის ერთ-ერთ საყვარელ დისციპლინაში - სწრაფდაშვებაში გაიმარჯვა.

ვონისთვის ეს იყო მხოლოდ მეორე სტარტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ერთი დღით ადრე ამავე დისციპლინაში მან მერვე ადგილი დაიკავა, გუშინ კი ამერიკელმა ძალიან დამაჯერებლად გაიარა მთელი დისტანცია, ყველა საშუალედო ფინიშზე ლიდერობდა და მოიგო ფანტასტიკური დროით - წუთითა და 50,48 წამით.

49 მეასედი წამი წააგო ვონთან თანამემამულე სტეისი კუკმა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. ეს კუკისთვის მხოლოდ მესამე პოდიუმი იყო
კარიერაში, თანაც სამივეჯერ მან წარმატებას ლეიკ-ლუისში მიაღწია.

მესამე ადგილიც ამერიკელ მოთხილამურეს ერგო - ჯულია მანკუზომ გამარჯვებულთან 57 მეასედი წამი დათმო. წინა დღეს სწრაფდაშვების მომგებმა სლოვენიელმა ტინა მაზემ უხეში შეცდომა დაუშვა და მხოლოდ მერვე დრო აჩვენა, თუმცა შეინარჩუნა პირველი ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული