მოთხილამურეებს ახალი ლიდერი ჰყავთ

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში განახლდა სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის გათამაშება. 7 იანვარს აქ მამაკაცებმა სლალომში გაარკვიეს ურთიერთობა.

ისევე, როგორც შარშან, ზაგრების ტრასას ყველაზე კარგად აუღო ალღო მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა. პირველი დაშვების შემდეგ ის მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ერთ მეასედ წამს აგებდა ლიდერთან, შვედ იენს ბიგმარკთან.

მეორე ცდაზე ჰირშერმა კიდევ უფრო უკეთესი დრო აჩვენა და რჩებოდა მხოლოდ ლიდერ ბიგმარკის დაშვება, მაგრამ შვედმა ტრასაზე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ორი ცდის ჯამში მხოლოდ 26-ე ადგილი დაიკავა.

ჰირშერისთვის ეს
იყო სეზონში მესამე გამარჯვება. ამით მან ლიდერობა მოიპოვა როგორც სლალომის ჩათვლაში, ასევე გენერალურ კლასიფიკაციაში. აქ მან 51 ქულით გაუსწრო ნორვეგიელ აქსელ-ლუნდ სვინდალს, რომელმაც გამოტოვა ეს სლალომი და ჩამორჩენის გაბათილებას თავის საყვარელ ჩქაროსნულ დისციპლინებში ეცდება.

სლალომი
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:56.17 (58.66+57.51); 2. ანდრე მიურერი (შვედ) - 1:56.74 (59.17+57.57); 3. მარიო მატი (ავსტრია) - 1:57.26 (59.15+58.11); 4. სტეფანო გროსო (იტა) - 1:57.32 (58.79+58.53); 5. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 1:57.48 (59.20+58.28); 6. ალექსის პინტურო (საფ) - 1:57.50 (59.54+57.96)...

საერთო ჩათვლა
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 740 ქულა; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 689; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 552; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 441; 5. ანდრე მიურერი (შვედ) - 334; 6. ჩიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - 322...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული